მეცნიერებმა ვაშლის ყველაზე სასარგებლო 3 ჯიში დაასახელეს
15:59
ვაშლი ყველაზე პოპულარული ხილია. ვაშლის ბაღებს დედამიწაზე ხუთი მილიონი ჰექტარი უკავია, ანუ პლანეტაზე თითქმის ყოველი მეორე ხე ვაშლია. მსოფლიოში ამ გემრიელი ხილის 10 000 -ზე მეტი ჯიშია ცნობილი, რომლებიც ერთმანეთისგან გემოთი, ფორმითა და შემადგენლობით განსხვავდებიან, აქედან საქართველოში 200-მდე ჯიშია გავრცელებული, მაგრამ რომელი ჯიში უნდა ავირჩიოთ ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებლის მისაღებად?
იტალიის რეჯო-კალაბრიის უნივერსიტეტის ნუტრიციოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ვაშლის ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო 3 ჯიში გამოავლინა.
იტალიელ მეცნიერთა ჯგუფმა ვაშლის 16 ჯიშის ანტიოქსიდანტური თვისებები შეისწავლა და მათგან სამი ყველაზე სასარგებლო გამოავლინა:
1) პირველ ადგილზე გავიდა ვაშლის ჯიში Annurca, ანტიოქსიდანტების ყველაზე მაღალი რაოდენობით👇

2) მეორე ადგილზეა ვაშლის ჯიში Red Chief 👇

3) მესამე ადგილზეა ვაშლის ჯიში Golden Delicious 👇

ჩარლზის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) და ჰელსინკის უნივერსიტეტის (ფინეთი) მეცნიერების აზრით, პირველ სამეულს შეიძლება ვაშლის ჯიში გრენი სმიტი (Granny Smith) დაემატოს 👇 ვაშლის ეს ჯიში პოლიფენოლების ყველაზე მაღალ დონეს შეიცავს, ეს ნივთიერება კი იმუნური სისტემის გაძლიერებას და ქრონიკული დაავადებების პრევენციას ეხმარება.

მკვლევრები გვახსენებენ, რომ ჯანმრთელობისთვის ყველა ვაშლი სასარგებლოა. მნიშვნელოვანია მათი რეგულარულად და ზომიერად მირთმევა.
მსოფლიოში ვაშლის მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია: ამერიკა, კანადა, ჩინეთი და თურქეთი.
საქართველოში გავრცელებული ვაშლის ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია კეხურა, თურაშაული, ქართული სინაპი, ივერია, მახარა, ქონა და სხვ.
***
მწვანე ვაშლი - 10 სასარგებლო თვისება
სიახლეები ამავე კატეგორიიდან