გაღვივებული ხორბალი - სასარგებლო თვისებები
14:01
გაღვივებული ხორბალი ნამდვილი სუპერპროდუქტია, რომელიც მდიდარია B ჯგუფის, E, C, PP ვიტამინებით, მინერალებით (კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, თუთია) და ანტიოქსიდანტებით. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს იმუნიტეტს, წმენდს ორგანიზმს, ხელს უწყობს წონაში კლებას და კანისა და თმის მდგომარეობას აუმჯობესებს.
გაღვივებული ხორბალი შეიცავს 100-ჯერ მეტ ენზიმს (ფერმენტს), ვიდრე ბოსტნეული და ხილი. შეიცავს ლიზინს, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უშლის ჰერპესის წარმოქმნას.
ხორბლის გაღივებისას მისი ქიმიური შემადგენლობა იცვლება: ცილების, ცხიმებისა და უჯრედისის რაოდენობა იმატებს, ხოლო ნახშირწყლების რაოდენობა იკლებს, რადგან ზრდის პროცესს ხმარდება. გაღივებისას ხორბლის მარცვალში არსებული საკვები ნივთიერებები აქტიურად იშლება, რაც მათ ათვისებას ბევრად ამარტივებს.
შემადგენლობა და კვებითი ღირებულება
გაღვივებული მარცვალი დაბალანსებული შემადგენლობით გამოირჩევა. ის შეიცავს: ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს, ამინომჟავებს, ცილებსა და ნახშირწყლებს, მინერალურ ელემენტებსა და უჯრედისს (ბოჭკოს).
განსაკუთრებული ღირებულება აქვს ოქტაკოზანოლს — ჩანასახის ზეთს, რომელიც გაჯერებულია ტოკოფეროლით (E ვიტამინი) და გამოიყენება მრავალი დაავადების კომპლექსური მკურნალობისას.
გაღვივებული ხორბლის კალორიულობა საკმაოდ მაღალია — 100 გრამზე 200 კილოკალორიას შეადგენს.
ორგანიზმზე გავლენა
გაღვიბებული ხორბალი:
- აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს და ეხმარება ინფექციებთან ბრძოლაში
- ზრდის მდგრადობას სიცივის მიმართ
- ხსნის ანთებით პროცესებს
- ამარაგებს სისხლს ჟანგბადით
- ორგანიზმიდან გამოჰყავს რადიონუკლიდები, ტოქსინები და შლაკები
- ამცირებს ქოლესტერინის დონეს და არტერიულ წნევას
- აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას, აქრობს მეტეორიზმს (მუცლის შებერილობას)
- გვეხმარება სტრესისა და დეპრესიის დაძლევაში
- ორგანიზმს ტონუსსა და ენერგიას მატებს
- აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და ააქტიურებს გონებრივ მუშაობას
- აღადგენს ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას
- ხელს უწყობს კეთილთვისებიანი წარმონაქმნების (პოლიპები, კისტები, მიომები) გაწოვის პროცესს
- პრევენციას უწევს სიმსივნურ დაავადებებს.
მნიშვნელოვანია: გაღვივებული ხორბლის სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავებისას იკარგება, ამიტომ ის აუცილებლად უმი სახით უნდა მიირთვათ.
გაღვივებული ხორბალი და წონის კლება
მათთვის, ვინც წონაში კლებას ცდილობს, ეს პროდუქტი საუკეთესო დამხმარეა. ის ააქტიურებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ცხიმების წვას და კუჭ-ნაწლავს წმენდს.
დილით 3 სუფრის კოვზი გაღვივებული ხორბლის მირთმევა საკმარისია, რომ ორგანიზმი მთელი დღის სამყოფი სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგდეს და დანაყრების შეგრძნება დაეუფლოს. ნუ დაელოდებით მყისიერ შედეგს, თუმცა მიღებული ეფექტი ხანგრძლივი იქნება.
რჩევა: ყველაზე სასარგებლოა 1-2 მილიმეტრის სიგრძის ყლორტები. თუ ყლორტის სიგრძე 3 მმ-ს აჭარბებს, მისი სამკურნალო თვისებები მცირდება.
ყველაზე ხშირად რეკომენდებულია ყლორტების მიღება ან საუზმემდე, ცარიელ კუჭზე, ან სადილის დროს. ამასთან, საჭიროა მათი კარგად დაღეჭვა.
გაღვივებული ხორბალი უნდა შეინახოთ მაცივარში, თუმცა არა უმეტეს 5 დღის განმავლობაში.

უკუჩვენებები და გაფრთხილება
დიდი სარგებლის მიუხედავად, პროდუქტს გარკვეული უკუჩვენებები აქვს.
გაღვივებული ხორბლის მიღებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ თუ გაქვთ:
- გლუტენის აუტანლობა (ცელიაკია)
- კუჭის წყლული და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ქრონიკული დაავადებები
- თირკმლის პათოლოგიები
- პოსტოპერაციული პერიოდი
- თუ 12 წლამდე ასაკის ხართ.
გაღვივებული ხორბლის დღიური ნორმა 100 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე, მოერიდეთ ქიმიურად დამუშავებულ ან არასწორად შენახულ მარცვალს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან