ფრჩხილის ფორმა და პიროვნების ხასიათი
14:00 ორშ. 30 აგვისტო, 2021 წელი
დახედეთ თქვენს ფრჩხილებს ან იმ ადამიანისას, ვინც გაინტერესებთ და წაიკითხეთ ხასიათის თავისებურებების შესახებ...
გრძელი ფრჩხილები
მათი პატრონი კომუნიკაბელური და მხიარული პიროვნებაა. აქვს ბრწყინვალე ინტელექტი და იუმორის გრძნობა. უყვარს სიახლე - ახალი ურთიერთობები და ემოციები.
საქმეში ფრთხილი და დაფიქრებული ხართ. თქვენი პრინციპია „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი. დიდ ყურადღებას უთმობთ დეტალებს და შეგიძლიათ, დაუზარებლად იშრომოთ საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
განიერი ფრჩხილები
თქვენ დაკვირვებული და პრინციპული ადამიანი ხართ. ვიდრე აზრს გამოთქვამთ, თითოეულ სიტყვას საგულდაგულოდ წონით. კარგად ერკვევით ადამიანებში. ამიტომ მეგობრები ხშირად გეკითხებიან რჩევას. შრომისმოყვარე ხართ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხართ საკუთარი მიზნისკენ.
მოკლე, მრგვალი ფრჩხილები
თქვენ შემოქმედებითი ნატურა ხართ, ცოტა დრამატულიც. ძლიერი და ხასიათი გაქვთ. გიყვართ მხიარულება. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის იცავთ ახლობლებს. პრობლემებს ზოგჯერ შიშველი ხელებით ეჭიდებით. ამბობენ, რომ ჯიუტი ხართ, თუმცა ასეთი წარმოდგენა მხოლოდ იმიტომ ექმნებათ, რომ საოცრად თავდაჯერებული ბრძანდებით.
ოთხკუთხედი ფრჩხილები
აკურატული და ცხოვრებისეულ სიტუაციებში ძალიან რეალისტი ხართ. თქვენი ლიდერის თვისებების გამო არასდროს გაურბიხართ პასუხისმგებლობას. ხშირად განდობენ რთულ საქმეს. სამუშაოს ყოველთვის საგულდაგულოდ და სკრუპულოზურად ასრულებთ. უცხოს თვალში შეიძლება მოსაწყენ ადამიანს ჰგავხართ, თუმცა გართობა და მხიარულებაც ძალიან გიყვართ.
სამკუთხედი ფრჩხილები
ეს იშვიათი ფორმაა. მისმა პატრონმა ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებისგან. აქვს მკაფიო და კონკრეტული მიზნები. ვნება და სიჯიუტე მისი თვისებებია. სათქმელს პირდაპირ ამბობს. მისი აზრით, მიზნის მისაღწევად არა - დიდი შრომა, არამედ ჭკუაა საჭირო. ყველაფერს წინდაწინ დაკვირვებით გეგმავთ, რათა შემდეგ ტყუილად არ დაკარგოთ დრო და ენერგია.
ოვალური ფრჩხილები
თქვენ არტისტული ბუნების, რბილი და მზრუნველი ადამიანი ხართ. დიდად აფასებთ სილამაზეს. მძიმე წუთებში სიმშვიდეს ინარჩუნებთ, რითაც ირგვლივ მყოფებს ხიბლავთ. შეგიძლიათ, რამდენიმე საქმე ერთდროულად ხარისხიანად აკეთოთ. არ გიყვართ სიზარმაცე. პირად ურთიერთობაში კი ისეთი ვნებიანი ხართ, რომ ვერავინ შეგედრებათ.
უსწორმასწორო ნუნები
ეს უნიკალურობის ნიშანია, რაც ყველაფერში ჩანს: ჩაცმულობაში, მუსიკალურ გემოვნებაში, კერძების არჩევანში... სტანდარტული არაფერი მოგწონთ. გიყვართ შრომაც და გართობაც, შედეგად კი ყოველთვის რეალიზებული და კმაყოფილი ხართ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან