სილამაზე/ჯანმრთელობა

რა პრობლემებზე მიგვითითებს ფრჩხილებზე არსებული „ნახევარმთვარეები“?

fun time

18:00 ხუთ. 16 დეკემბერი, 2021 წელი

რა პრობლემებზე
მიგვითითებს ფრჩხილებზე
არსებული
„ნახევარმთვარეები“

14
დაკოპირებულია

ფრჩხილი ეპიდერმისის (კანის გარეთა შრის) გარქოვანებული ფირფიტაა და, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ფრჩხილი გვაძლევს პირველ ინფორმაციას ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შესახებ. 

თუ ფრჩხილებზე დაიხედავთ, ნუნებთან პატარა „ნახევარმთვარეებს“ შენიშნავთ - მათ ლუნულები ეწოდება.

კარგია, როცა ეს „ნახევარმთვარეები“ ყველა თითზე გაქვთ. და თუ ნაკლებად არის გამოხატული ან საერთოდ არ გვაქვს, ეს უკვე სიგნალია, რომ ჯანმრთელობას უნდა მივხედოთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ლუნულები გარკვეული თანმიმდევრობით ქრება. ეს გამოწვეულია ასაკობრივი ცვლილებებით, როგორც შედეგი ორგანოების გაუმართავი მუშაობისა.

პირველად ნეკი თითის ლუნულა პატარავდება, მერე კი საერთოდ ქრება. შემდეგ არათითისა და შუა თითების ჯერი დგება, ბოლოს კი საჩვენებელი და ცერა თითები „ნებდება“.


1. ცერა თითზე ლუნულა ყველაზე მკვეთრადაა გამოხატული. ის ფილტვებსა და თავის ტვინის მუშაობაზე გვაწვდის ინფორმაციას. ლუნულები დანარჩენ თითებზე რომც არ იყოს, ცერა თითზე, როგორც წესი, ყოველთვისაა და არასდროს ქრება.

ის საგრძნობლად მაშინ მცირდება, როცა ადამიანი აქტიური მწეველია და ფილტვები საშინელ დღეში აქვს. ან როცა ფსიქიკური დაავადებით იტანჯება;

2. საჩვენებელ თითზე ლუნულის არარსებობა მსხვილი ნაწლავის, ღვიძლის ან პანკრეასის არასწორ მუშაობაზე მიანიშნებს, ამასთანავე, მცირე მენჯის ორგანოებისა და სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებით პროცესებზე.

3. შუა თითი პასუხისმგებელია გულ-სისხლძარღვთა მუშაობაზე. თუ მასზე ლუნულა არ გაქვთ, სასურველია, სისხლძარღვებს მიაქციოთ ყურადღება.

4. არათითზე ლუნულის გაფერმკრთალება ან დაპატარავება ლიმფური და ენდოკრინული სისტემების დარღვეულ მუშაობაზე - მეტაბოლიზმისა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე მიანიშნებს.

5. ნეკა თითზე ლუნულა შეიძლება უცებ გაქრეს, რადგან ის წვრილი ნაწლავის მუშაობას განსაზღვრავს, ან ნელ-ნელა გაფერმკრთალდეს. ამავე თითზე ლუნულის გაქრობა შესაძლებელია ჰიპერტონიისა და არითმიის მიზეზიც იყოს.

აქვე, ასევე დაგაინტერესებთ 🔰

გასართობი ტესტი - ფრჩხილის ფორმა და პიროვნების ხასიათი

ფრჩხილი ნეკა თითზე - უხერხული დეტალის დიდი ისტორია

ცერა თითი და ინტელექტი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს