იცით თუ არა

ცერა თითი ინტელექტის საზომია?

fun time

12:00 კვი. 10 ოქტომბერი, 2021 წელი

ცერა თითი

14
დაკოპირებულია

კიდურებზე სხვადასხვა ზომის თითები ადამიანებსა და ცხოველებს შორის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელია. სწორედ ცერა და მის საპირისპირო მხარეს განლაგებული ოთხი თითი აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ სხვადასხვა სახის, ზუსტი მოძრაობები შეასრულოს - აიღოს, დაიჭიროს და ოსტატურად მართოს როგორც დიდი, ისე პატარა მოწყობილობები. ადამიანი უამრავი რამის გაკეთებას ვერ შეძლებდა, ცერა თითი რომ ცოტა უფრო გრძელი ან უფრო მოკლე იყოს. 

ერთი შეხედვით, მცირე ზომის მიუხედავად (გარეგნულად, მხოლოდ ორი ფალანგისგან შედგება) ცერა თითი სრულად ამართლებს თავის მეორე სახელს - „დიდი თითი“.

სინამდვილეში, დანარჩენების მსგავსად, ცერა თითსაც სამი ფალანგი აქვს: ფრჩხილის, შუა და ქვედა. ეს უკანასკნელი ხელისგულს იმდენად ერწყმის, რომ მის გაგრძელებად აღვიქვამთ. კუნთი, რომელიც ცერა თითის მოძრაობას უზრუნველყოფს, ხელის გულზე მდებარე კუნთებს შორის ყველაზე დიდია.

გარდა ამისა, კონკრეტულად, ცერა თითის მოძრაობის კოორდინაციაში ტვინის გარკვეული ნაწილიც მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ცერის ზომა სხვადასხვა კულტურაში სიგრძის სტანდარტად მიაჩნიათ. მაგალითად, მოსწავლეებს ასწავლიან, რომ ცერა თითის ფრჩხილის სიგანე სანტიმეტრია, ხოლო პირველი ფალანგის სიგრძე დუიმი გახლავთ.

მეცნიერებმა ცერის თითის განვითარებასა და ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შორის კავშირიც აღმოაჩინეს - გონებრივად განუვითარებელ ადამიანებში ხშირად ცერა თითიც განუვითარებელია, ხოლო მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებში პირიქით - ცერა თითი გრძელი, პროპორციულად განვითარებული და მოძრავია.

🔰:

ფრჩხილი ნეკა თითზე - უხერხული დეტალის დიდი ისტორია

რატომ იღებენ ანალიზისთვის სისხლს არათითიდან?

რომელ თითზე ატარებთ ბეჭედს? - ეს ბევრ ინფორმაციას იძლევა

ფსიქოლოგიური პორტრეტი ხელის მტევნის მიხედვით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული