იცით თუ არა

რატომ იღებენ ანალიზისთვის სისხლს არათითიდან?

fun time

14:00 სამ. 6 აპრილი, 2021 წელი

რატომ იღებენ სისხლს
არათითიდან?

14
დაკოპირებულია

რა თქმა უნდა, სისხლი მთელ ორგანიზმში ერთნაირია, მაგრამ სისხლის ასაღებად საუკეთესო ადგილი თითის ბალიშებია, რადგან მათ არა აქვთ თმის საფარი და მათზე განლაგებულია უამრავი სისხლძარღვი.
ახლა კი სამი მიზეზი, რატომ არჩევენ ექიმები ანალიზისთვის სისხლის ასაღებად არათითს:

ინფიცირების დაბალი რისკი

ნებისმიერმა ჩხვლეტამ და კანის დაზიანებამ შესაძლოა, ინფექცია გამოიწვიოს. ცერა და ნეკა თითების შიდა გარსები მჭიდრო კავშირშია ხელის მტევნის გარსთან, შესაბამისად, ამ თითებში ინფექციის შეღწევის შედეგად ინფექცია მთელ ხელს მოიცავს. დანარჩენი თითების შიდა გარსები კი იზოლირებულია. ჩხვლეტის დროს თითში ინფექციამ კიდეც რომ შეაღწიოს, ის რაღაც პერიოდის განმავლობაში ლოკალიზებული იქნება, რაც ექიმებს სწრაფად განკურნების საშუალებას მისცემს.
აქედან გამომდინარე, ანალიზისთვის გამოსადეგია არათითი, შუა თითი და საჩვენებელი თითი, რომელთაგან ექიმები ირჩევენ არათითს.

არათითს ახასიათებს სწრაფი შეხორცება

სხვა თითებთან შედარებით, უსახელო თითი ნაკლებ მოძრავია, ამიტომ პაწაწინა ჭრილობა გაცილებით სწრაფად და იოლად ხორცდება, რაც, ასევე, ამცირებს ინფიცირების რისკს.

არათითზე ჩხვლეტა ნაკლებად მტკივნეულია

იმის გამო, რომ ეს თითი ყველაზე ნაკლებად დატვირთულია, მასზე კანი თხელი და ფაქიზია. ასევე, ნაკლებია ნერვული დაბოლოებები, მათ შორის, ტკივილის რეცეპტორები, რაც საშუალებას იძლევა, ჩხვლეტამ უმტკივნეულოდ ჩაიაროს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული