იცით თუ არა

ფრჩხილი ნეკა თითზე - უხერხული დეტალის დიდი ისტორია

fun time

16:00 კვი. 6 ივნისი, 2021 წელი

ფრჩხილი ნეკაზე

14
დაკოპირებულია

მამაკაცის ნეკა თითზე საგანგებოდ გაზრდილი ფრჩხილი, რა თქმა უნდა, დღეს ყველას აღიზიანებს, თუმცა ძალიან საინტერესოა ამ ტრადიციის წარმოშობის ისტორია...

◼️ ისტორიული წყაროების თანახმად, ნეკზე გრძელი ფრჩხილის „მოდას“ შუა საუკუნეების საფრანგეთში ჩაეყარა საფუძველი. სასახლის ეტიკეტის თანახმად, კარზე მუშტების ბრაგუნი მიღებული არ გახლდათ, ამიტომ არისტოკრატები ნეკა თითზე ფრჩხილს კარზე დაფხაჭუნებისთვის იზრდიდნენ და ის ერთგვარი ზარის ფუნქციას ასრულებდა.

◼️ იგივე ტრადიცია მე-18-19 საუკუნეებში მასონებშიც არსებობდა, თუმცა ამას რაიმე სიმბოლური დატვირთვა არ ჰქონია - უბრალოდ, საძმოს წევრებს ერთმანეთის ცნობას უადვილებდა.

◼️ სხვათა შორის, ნეკა თითზე გრძელ ფრჩხილს ატარებდა რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი. აღსანიშნავია, რომ იმ დროის არისტოკრატები ფრჩხილს დალუქული ბარათის სწრაფად გასახსნელად იყენებდნენ (როცა სპეციალური დანა არ ჰქონდათ).

◼️ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, როცა ამერიკაში ნარკოტიკებით ვაჭრობა ყვაოდა, მამაკაცები ნეკა თითზე ფრჩხილს ერთი შესუნთქვისთვის საჭირო კოკაინის დოზის დასადგენად იზრდიდნენ. ამისთვის სპეციალური წონის ერთეულიც კი არსებობდა და „nail“ ერქვა.
მოგვიანებით, გრძელი ფრჩხილის „მოდა“ სხვებმაც გადაიღეს, თანაც ისე, რომ მისი მნიშვნელობის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ.

◼️ ფრჩხილს თაღლითები მოხერხებულად იყენებდნენ ბანქოს თამაშის დროს (დასტის გასაყოფად და სასურველი ბანქოს მოსანიშნად).

◼️ ნეკა თითზე გრძელი ფრჩხილი პოპულარული იყო ჯიბის ქურდებშიც. ისინი ფრჩხილზე სიმაგრისთვის უფერულ ლაქს ისვამდნენ, იქლიბავდნენ და მისი დახმარებით გასაქურდი ობიექტის ჯიბეებსა და ჩანთებს ჭრიდნენ. ამ მეთოდის უპირატესობა ის იყო, რომ დანაშაულის სამხილი არ არსებობდა - დანა ან გალესილი მონეტა პირდაპირი სამხილია, ხოლო გრძელი ფრჩხილის მოკვნეტა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ისე, რომ ვერავინ ვერაფერი დაამტკიცოს.

◼️ აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეში ე.წ. კანონიერი ქურდები ნეკა თითზე ფრჩხილს იმის დემონსტრირებისთვის იზრდიდნენ, რომ ფიზიკური შრომა მათი საქმე არ არის და მუშაობას პრინციპულად არ აპირებენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა