დესერტი

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთესო ხერხი

fun time

16:00

ქლიავის ჩირის დამზადება

14
დაკოპირებულია

შავი ქლიავი გემრიელი და სასარგებლო ხილია, რომელიც აგვისტოს მეორე ნახევარსა და სექტემბერში მწიფდება. 

ქლიავის ჩირის სასარგებლო თვისებები

შავი ქლიავი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები A და C, კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, რკინა, პექტინები, ორგანული მჟავები და შემკვრელი ნივთიერებები.

შავი ქლიავის ჩირის ყოველდღიურად მიღება, მნიშვნელოვნად აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და აუმჯობესებს ნაწლავების ჯანმრთელობას, აძლიერებს ძვლოვან სისტემას, აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, ტვინის მუშაობას და ხელს უწყობს წონის კორექციას.

იმისათვის, რომ ჩირი რბილი და ტკბილი გამოვიდეს, მნიშვნელოვანია ნაყოფის სწორად მომზადება და გაშრობა.

ქლიავის რომელი ჯიში შევარჩიოთ ჩირისთვის?

ჩირის მოსამზადებლად, ქლიავის საუკეთესო ჯიშებია: ვენგერკა, რენკლოდი, ლურჯი ქლიავი (მკვრივი რბილობით).

ჩირის მოსამზადებლად არ გამოდგება: ზედმეტად დამწიფებული ქლიავი, რომელიც გაშრობისას დაიშლება, დაზიანებული ნაყოფი და მჟავე ჯიშები.

რჩევა: აირჩიეთ ქლიავი მსუბუქი თეთრი ნადებით — ეს ბუნებრივი საფუარია, რომელიც ფერმენტაციას ხელს უწყობს.

ქლიავის მომზადება გასაშრობად

1. დახარისხება

არჩიეთ მკვრივი, ჯანსაღი ნაყოფი და მოაშორეთ ყუნწები.

2. ბლანშირება (გაშრობის დასაჩქარებლად)

ჩაყარეთ ქლიავი ადუღებულ წყალში 20–30 წამით და უცებ გადაიტანეთ ყინულიან წყალში. შემდეგ ქლიავი წყლიდან ამოიღეთ და კანი კბილის ჩხირით დაჩხვლიტეთ.

3. ქლიავი რომ არ გამუქდეს

გააჩერეთ 30 წამით სოდის ხსნარში (1 ს.კ. 1 ლ წყალი) ან ჩააწყვეთ ლიმონის წვენში (1 ს.კ.ლიმონის წვენი, 0,5 ლ წყალი).

ქლიავის ჩირის მომზადების 5 ხერხი

ქლიავის ჩირის მოსამზადებლად როგორი ხერხიც არ უნდა აირჩიოთ, გაითვალისწინეთ, რომ ჩირი მზად არის მაშინ, როცა ხელს არ ეკრობა, კანი პრიალა აქვს, არ სკდება, რბილობი რბილია, მაგრამ არა სველი. თითის დაჭერისას წვენი არ გამოიყოფა.

ქლიავის ჩირის მომზადება მზეზე (ბუნებრივი ხერხი)

გაშალეთ ქლიავი ბადეზე ან ხის დაფებზე.
დააფარეთ დოლბანდი, რომ ბუზები არ მიეკაროს.
დღისით მზეზე დატოვეთ, ღამით კი სახლში შეიტანეთ.
შრობის დრო — 5–7 დღე.

ქლიავის ჩირის მომზადება ღუმელში

გაახურეთ ღუმელი 50°C-მდე, ქლიავი საცხობ ფირფიტაზე დაალაგეთ და ღუმელში შედგით. 3–4 საათის შემდეგ თუმელში ტემპერატურა 70°C-მდე გაზარდეთ, შრობის ბოლო 30 წუთი 80°C-ზე.

შრობის დრო: 12–18 საათი.

რჩევა — ღუმლის კარები ოდნავ გახსნილი გქონდეთ.

ქლიავის ჩირის მომზადება აპარატში

ტემპერატურა: 60–65°C.
დრო: 18–24 საათი.

ქლიავი გადააბრუნეთ ყოველ 3 საათში.

ქლიავის ჩირის მომზადება აეროგრილში

ტემპერატურა: 75°C, მაქსიმალური ჰაერის დინება.
დრო: 4–5 საათი.

ქლიავის ჩირის მომზადებ მიკროტალღურ ღუმელში (სწრაფი მეთოდი)

სიმძლავრე: 300 ვტ.

დრო: 3–5 წუთი (ყოველ წუთს შეამოწმეთ).

ქლიავის ჩირის შენახვა

ა) ქლიავის ჩირი მინის ქილებში ჩაყარეთ და მჭიდრო თავსახური დააფარეთ;
ბ) ტილოს ტომრებში ან ვაკუუმურ პაკეტებში ჩაყრეთ და მშრალ ადგილზე შეინახეთ.

ჩრჩილისგან დასაცავად ქლიავთან ერთად პიტნის ტოტი ან დაფნის ფოთლები შეინახეთ.

***

ქლიავის აჯიკა

გარგრის ჩირის მომზადება სახლის პირობებში

ლეღვის ჩირის სასარგებლო თვისებები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლონმანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუ...

ბლონმანჟე შოკოლადით

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადო...

მარწყვი შოკოლადში

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ