სილამაზე/ჯანმრთელობა

კონსერვები ზამთრისთვის - ზიანი და სარგებელი

fun time

12:44 ოთხ. 25 სექტემბერი

კონსერვები ზამთარში

14
დაკოპირებულია

რა თქმა უნდა, სახლში დამზადებული კონსერვები გემრიელია და ზაფხულის გემოებით გვახარებს, მაგრამ ჯანსაღია თუ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამის გარკვევა ერთად ვცადოთ. 

სასარგებლო თვისებები

✔️ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ზოგი მინერალი, მაგალითად, კალციუმი და მაგნიუმი კონსერვებში თითქმის მთლიანად შენარჩუნებულია. მაგნიუმი ხელს უწყობს კალციუმის უკეთ ათვისებას, კალციუმი კი ძვლისა და კბილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

✔️ ლიკოპინი წითელი ფერის კაროტინოიდია, რომელიც პომიდორსა და სხვა წითელ ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. ის შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც კიბოს განვითარებას ხელს უშლის. ამასთან, პომიდვრის თერმული დამუშავებისას ლიკოპინის რაოდენობა იზრდება.

✔️ თანამედროვე დიასახლისები ჯემების მოხარშვას ცივი ჯემის მომზადებას არჩევენ. მისი მომზადება ძალიან ადვილია - კენკრას ან ხილს ცოტაოდენი შაქარი დაუმატეთ, ბლენდერით დაამუშავეთ და საყინულეში შედგით. ასე მომზადებულ ჯემში ყველა ვიტამინს და საკვებ ნივთიერებას შეინარჩუნებთ. კვლევების თანახმად, კვებითი ღირებულებით გაყინული საკვები ახალ საკვებს არ ჩამოუვარდება და ზოგ შემთხვევაში, უკეთესიც კი არის.

✔️ ხილის გამოშრობის დროს ვიტამინების მხოლოდ მცირე ნაწილი იკარგება, საკვები ნივთიერებების უმეტესობა კი შენარჩუნებულია.

უკუჩვენება

👉 კომპოტების ან ჯემების ხანგრძლივი თერმული დამუშავება ხშირად ჰიდროქსიმეთილფურფურალის წარმოქმნას იწვევს. ეს არის ორგანული ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება შაქრისგან მჟავე გარემოში თერმული დამუშავების დროს და სხეულზე ტოქსიკური და მუტაგენური მოქმედება აქვს. მისი წარმოქმნა რომ თავიდან ავიცილოთ, პროდუქტი 50-70º ფარგლებში უნდა დავამუშაოთ. ეს ნიშნავს, რომ მურაბა და ჯემი დაბალ ცეცხლზე, რამდენიმე ეტაპად, ადუღებამდე მიყვანით უნდა მოხარშოთ.

👉 განსაკუთრებული სიფრთხილე გარგარის, ალუბლის და ვაშლის კურკებთან უნდა გამოიჩინოთ, რომლებიც ძალიან საშიშ ჰიდროციანმჟავას შეიცავენ. დროთა განმავლობაში შხამის უმცირესი ნაწილები პროდუქტში ხვდება, ამიტომ თუ მურაბა დიდი ხნისაა, გემო შეეცვალა და ნუშის გემო დაჰკრავს, უნდა გადააგდოთ.

👉 კიდევ ერთი სასიკვდილო საფრთხე, რომელსაც დაკონსერვებული ქილები შეიცავს, Clostridium botulinum-ის მიერ წარმოებული ტოქსინია. ეს ძლიერი შხამია, რომელსაც არც გემო აქვს და არც სუნი, თუმცა შეიძლება ადამიანი მოკლას. ბოტულიზმის თავიდან ასაცილებლად ქილაში ცოტა ჰაერი უნდა დატოვოთ, რადგან Clostridium botulinum-ის წარმოქმნას უჰაერო გარემო სჭირდება. ტოქსინზე გამანადგურებელ გავლენას ახდენენ მჟავები, ამიტომ ბოტულიზმის მხრივ ყველაზე უსაფრთხო მწნილის კონსერვია.

აქვე, სცადეთ ჩვენი რეცეპტები:

კომშის ჯემი ზამთრისთვის - არომატული და სასარგებლო

ფეიხოას ჯემი - მოამზადეთ „ცოცხლად“!

მთელ-მთელი მსხლის მურაბა

ფორთოხლის კანის მურაბა - გემო, რომელსაც ვერ დაივიწყებთ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა