დესერტი

ფეიხოას ჯემი - მოამზადეთ „ცოცხლად“!

fun time

12:00 პარ. 29 ოქტომბერი, 2021 წელი

ფეიხოას ჯემი ცოცხლად

14
დაკოპირებულია

ფეიხოა ეგზოტიკური კენკრაა, რომლის ნაყოფი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავ ნივთიერებას და ვიტამინს შეიცავს. ეს ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებსაც კი უსწრებს. 

ფეიხოს სარგებლობა რომ განსაკუთრებულია, ეს თუნდაც იმით შეიძლება აიხსნას, რომ ფეიხოას სულ მცირე ზომის ნაყოფი ზრდასრული ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს! იოდი კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის მუშაობისთვის, რომელზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია უამრავი რამ, მაგალითად: ადამიანის გარეგნობა, განწყობა, გონებრივი შესაძლებლობები, სქესობრივი მომწიფება, გამრავლება და ტემპერამენტი.

გარდა ამისა, ფეიხოას ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს: С, В1, В2, В3, В5, В6, РР; კალციუმს, კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძს, თუთიას, მანგანუმს; ფოლიუმის მჟავას...

ამ სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების მაქსიმალური რაოდენობის შესანარჩუნებლად გთავაზობთ ფეიხოას ჯემს თერმული დამუშავების გარეშე.

ფეიხოას ცოცხალი ჯემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ფეიხოა - 500 გრ.
  • შაქარი - 500 გრ.

მომზადების პროცესი:

ფეიხოა გადაარჩიეთ, გარეცხეთ და სუფთა ტოლოზე გააშრეთ. ამის შემდეგ თავი და ბოლო მოაჭერით და ჩოფერში ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

კანი არ გათალოთ, რადგან სწორედ ფეიხოას კანშია თავმოყრილი სასარგებლო ნივთიერებათა დიდი წილი.

მიღებულ პიურეს დაუმატეთ შაქარი და კარგად აურიეთ.

გატარებული ფეიხოა ასე დატოვეთ, სანამ შაქრის კრისტალები მთლიანად არ გადნება.

ამის შემდეგ მზა ჯემი ჩაასხით სტერილურ ქილებში, დაახურეთ პლასტმასის თავსახური და გრილ ადგილას შეინახეთ.

ვიტამინებით სავსე, სასარგებლო და გემრიელი ნუგბარი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბლინის ტორტი - გემრიელი და სწრაფი დ...

ბლინის ტორტი

მოჩის მომზადება – ტკბილეული, რომელი...

მოჩის მომზადება

პანაკოტა მარწყვით — დაუვიწყარი იტალ...

პანაკოტა მარწყვით

რა მოხდება, თუ ნამცხვარში კარაქს მც...

რა მოხდება, თუ ნამცხვარში
კარაქს მცენარეული ზეთით
ჩავანაცვლებთ?

ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი

ხაჭოს პასქა - კლასიკური
რეცეპტი

პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეც...

პასქის მინანქარი

BECKJAM - დევიდ ბეკჰემის საფირმო ჯე...

დევიდ ბეკჰემის საფირმო
ჯემის რეცეპტი

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი