დესერტი

მთელ-მთელი მსხლის მურაბა

fun time

12:00 ორშ. 1 ნოემბერი, 2021 წელი

მთელ-მთელი მსხლის მურაბა

14
დაკოპირებულია

ამ რეცეპტით გამოდის სასწაულად გემრიელი, არომატული და ქარვისფერი. სამურაბე მსხალი კი, უმჯობესია, პატარა ზომის შეარჩიოთ.

საჭირო პროდუქტი:

  • მსხალი -2 კგ
  • შაქარი -2 კგ
  • წყალი - 400მლ
  • ლიმონის წვენი - 1 ს.კ

(ასეთი პროპორციით შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობის მსხალი მოამზადოთ)

მომზადება:

მსხალი გამდინარე წყლით კარგად გარეცხეთ. დაზიანებული ადგილები მოაჭერით და ალაგ-ალაგ დაჩხვლიტეთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხარშვის დროს არ დასკდეს და სიროფით სწრაფად გაიჟღინთოს. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი, დაიმატეთ შაქარი და კარგად აურიეთ.

სიროფის მოსამზადებლად სასურველია, ალუმინის ჭურჭელი არ გამოიყენოთ, რადგან მას შეუძლია სიროფს მოლურჯო ელფერი მისცეს. სიროფი მაღალ და ცეცხლზე უნდა მოხარშოთ და განუწყვეტლივ ურიოთ სანამ შაქარი არ გაიხსნება.

როცა შაქარი ბოლომდე გაიხსნება, სიროფი 1-2 წუთი ადუღეთ და შემდეგ მსხლები ჩააწყვეთ. არავითარ შემთხვევაში არ მოურიოთ. უბრალოდ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ.

კარგად რომ გაცივდება, მსხლიანი ქვაბი ისევ ცეცხლზე დადგით და კიდევ 5 წუთი ადუღეთ, თან პერიოდულად, ფრთხილად მოუწიეთ.

ამის შემდეგ ქვაბი ისევ გადმომდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. სანამ მსხალს ცეცხლზე მესამედ და საბოლოოდ დადგამთ, ლიმონის წვენი დაამატეთ და მზადყოფნამდე ხარშეთ.

მზადყოფნა კი ასე შეამოწმეთ - მშრალ თეფშზე ცოტაოდენი მურაბის წვენი დაასხით და გააცივეთ. ამის შემდეგ კოვზი გაუსვით და თუ კვალი უცვლელი დარჩა, მურაბა მზადაა.

მურაბა ცხლად გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

კარალიოკის მურაბა

კარალიოკის მურაბა

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებ...

ატმის წვენის მომზადება

ნაღების ნაყინი - მოამზადეთ სახლში

ნაღების ნაყინი

ჟოლოს უშაქრო მურაბა - გემრიელი და ს...

ჟოლოს უშაქრო მურაბა

უნაზესი ალუბლის ტარტი - გემო, რომელ...

ალუბლის ტარტი