იცით თუ არა

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

fun time

17:00 სამ. 18 ოქტომბერი, 2022 წელი

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

14
დაკოპირებულია

სტერილიზაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მინის ქილები მიკროორგანიზმებისგან გავწმინდოთ და კონსერვები ზამთრისთვის საიმედოდ შევინახოთ. 

როგორ მოვამზადოთ ქილები და ქილის სახურავები სტერილიზაციისთვის?

გასტერილებამდე მინის ქილები ყურადღებით შეამოწმეთ. სტერილიზაციისთვის არ გამოდგება თუნდაც ოდნავ გაბზარული ქილა და ჟანგმოდებული თავსახური.

ქილები და ქილის ხუფები სუფთა ღრუბლითა და სოდით ან ჭურჭლის სარეცხი საშუალებით კარგად გარეცხეთ და გასტერილებისთვის მოამზადეთ.

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

გარეცხისთანავე ქილები საცხობ ფირფიტაზე დაალაგეთ და ცივ ღუმელში (გაზის ან ელექტრო) შედგით. პირით ზემოთ დაალაგებთ თუ ქვემოთ, მნიშვნელობა არ აქვს.

ღუმელში ხრახნიანი ხუფების გასტერილებაც შეგიძლიათ, მაგრამ არა - რეზინიანი ხუფების (რეზინიანი ხუფები მდუღარე წყალში უნდა გაასტერილოთ - 10-15 წუთის განმავლობაში ადუღეთ).

ღუმელი დახურეთ და ტემპერატურა 100-110°C-ზე დააყენეთ. ქილები ღუმელში, დაახლოებით, 20 წუთი დატოვეთ. სტერილიზაციის დრო ერთი და იგივეა სხვადასხვა ტევადობის ქილებისთვის.

20 წუთის შემდეგ ღუმელი გამორთეთ და ქილები რამდენიმე წუთის განმავლობაში, გასაგრილებლად ღუმელშივე დატოვეთ, ამის შემდეგ კი მშრალი ხელსახოცის დახმარებით გამოალაგეთ.

ქილების სტერილიზაცია მიკროტალღურ ღუმელში

ქილებში 1,5-2 სმ წყალი ჩაასხით და მიკროტალღურ ღუმელში შედგით. აირჩიეთ მაქსიმალური სიმძლავრე და ტაიმერი 3-5 წუთით ჩართეთ.

წყალი უნდა ადუღდეს, ქილების კედლები კი დიდი წვეთებით დაიფაროს. 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ და ქილები სუფთა, მშრალ პირსახოცზე დაალაგეთ.

მიკროტალღურ ღუმელში ხუფების სტერილიზაცია არ შეიძლება.

როგორ გავასტერილოთ ქილები მდუღარე წყალში?

ეს ყველაზე ძველი მეთოდია და იყოს ჩამონათვალშიც:
ქილები მაღალ ქვაბში ჩააწყვეთ - შეიძლება ვერტიკალურადაც ან ჰორიზონტალურადაც. იქვე ჩააწყვეთ სახურავები და ცივი წყალი ისე ჩაასხით, რომ ქილები დაიფაროს.

ქილები 15-20 წუთის განმავლობაში ადუღეთ, შემდეგ სუფთა ხელსახოცზე გადაიტანეთ, რომ კარგად გაშრეს.

გახსოვდეთ, რომ ქილები სტერილიზაციის შემდეგ დიდხანს არ უნდა გააჩეროთ - უმჯობესია, ჯერ კიდევ ცხელ ქილებში ჩაასხათ ზამთრისთვის მომზადებული პროდუქტი.




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში