დესერტი

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში, ცხობის გარეშე

fun time

14:07 ოთხ. 1 ოქტომბერი, 2025 წელი

შოკოლადის კექსი

14
დაკოპირებულია

ეს არის კექსის მარტივი რეცეპტი - არც ნამცხვრის ფორმა დაგჭირდებათ, არც საცხობი ქაღალდი და არც ცხელ ღუმელთან ტრიალი, თუმცა შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს -  უნაზესი, ფაფუკი და გემრიელი ნამცხვარი თქვენი ოჯახის საყვარელი დესერტი გახდება.

საჭირო პროდუქტი:

  • კვერცხი - 3 ცალი,
  • შაქარი - 1 ჭიქა,
  • კეფირი - 100 მლ,
  • ზეთი - 125 მლ,
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ.
  • კაკაოს ფხვნილი - 20 გრ.
  • ფქვილი - 2 ჭიქა.

მომზადების წესი:

კვერცხს დაუმატეთ შაქარი და რამდენიმე წუთის განმავლობაში, მიქსერით ათქვიფეთ.

დაუმატეთ კეფირი, ზეთი, კაკაო, გამაფხვიერებელი, ფქვილი და კარგად აურიეთ.

მიღებული თხელი ცომი ფინჯნებში ნახევრამდე ჩაასხით. ფინჯნებისთვის ცხიმის წასმა საჭირო არ არის.

ცომით სავსე ჭიქები დიდი ზომის ჯამში მოათავსეთ. ჯამში იმდენი წყალი ჩაასხით, რომ ფინჯნები სანახევროდ დაფაროს.

ჯამს ჯერ რაიმე ქსოვილი ან ჩაის ტილო დააფარეთ, შემდეგ კი თავსახური. ქსოვილი საჭიროა იმისათვის, რომ წყალი კექსებზე არ დაეწვეთოს.

ჯამი ცეცხლზე დადგით, რომ წყალმა 30-35 წუთის განმავლობაში იდუღოს.

კექსებს ფინჯნებიდან ადვილად ამოიღებთ. ისინი არც დამწვარი იქნება და არც გამომშრალი.

შეგიძლიათ, გაგრილებულ კექსებს თავზე მინანქარი ან კრემი წაუსვათ.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

ხაჭოს დესერტი ცხობის გარეშე

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნი“

სამარხვო დესერტი — შოკოლადის მაფინები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნამცხვარი „ატამი“ — ბავშვობის გემო

ნამცხვარი ატამი

ბლინის ტორტი - გემრიელი და სწრაფი დ...

ბლინის ტორტი

მოჩის მომზადება – ტკბილეული, რომელი...

მოჩის მომზადება

პანაკოტა მარწყვით — დაუვიწყარი იტალ...

პანაკოტა მარწყვით

რა მოხდება, თუ ნამცხვარში კარაქს მც...

რა მოხდება, თუ ნამცხვარში
კარაქს მცენარეული ზეთით
ჩავანაცვლებთ?

ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი

ხაჭოს პასქა - კლასიკური
რეცეპტი

პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეც...

პასქის მინანქარი

BECKJAM - დევიდ ბეკჰემის საფირმო ჯე...

დევიდ ბეკჰემის საფირმო
ჯემის რეცეპტი

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი