სამარხვო რეცეპტები

ნივრის ხიზილალა - გემრიელი ბუტერბროდებისთვის, თანაც სამარხვოა

fun time

12:00 პარ. 22 ოქტომბერი, 2021 წელი

ნივრის ხიზილალა

14
დაკოპირებულია

ნივრის სასარგებლო თვისებები ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ხოლო ამ რეცეპტით მომზადებული ნიორი მკურნალი კი არ არის მხოლოდ, არამედ უგემრიელესი, ნაზი გემოს მქონე აპეტაიზერია, თანაც - იაფი ჯდება და მარტივი მოსამზადებელია!

საჭირო პროდუქტი:

  • თეთრი პური - 75 გრ
  • ნიორი - 1 კბილი
  • ნიგოზი - 8 ლებანი
  • ზეთისხილი - 5 ცალი
  • მცენარეული ზეთი - 15 მლ
  • ლიმონის წვენი 1 ჩ/კ


მომზადების წესი:

ნიორი დაჭყლიტეთ, მოაყარეთ მარილი, გატარებული ნიგოზი და კარგად გადაურიეთ ერთმანეთში.

პური დაჭერით კუბიკებად, ჩაალბეთ წყალში, შემდეგ კარგად გაწურეთ და გადაურიეთ ნივრიან და ნიგვზიან მასას.

მიღებული მასა ალესეთ ხის კოვზით, ნელ-ნელა დაამატეთ მცენარეული ზეთი, სანამ მასა პიურეს კონსისტენციის არ გახდება. ბოლოს კი დაამატეთ ლიმონის წვენი.

ხიზილალა გადაიტანეთ სასალათეზე.

შენიშვნა:

სასალათეზე გადატანილი ხიზილალა შეგიძლიათ, ზეთისხილით ან მწვანილით გაალამაზოთ;
ნივრის ხიზილალა განსაკუთრებით უხდება გახუხულ შავ პურს.

გემრიელად მიირთვით!

🔰:

სანელებელი ჯანმრთელობისთვის - რომელი როდის გამოვიყენოთ?!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მწვანე პომიდორი ზეთით და ძმრით - ზა...

მწვანე პომიდორი ზეთით და
ძმრით

სამარხვო კატლეტები ყვავილოვანი კომბ...

სამარხვო კატლეტები

სამარხვო ბისკვიტი მანანის ბურღულით

სამარხვო ბისკვიტი

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნ...

შოკოლადის სამარხვო
ორცხობილა „ბრაუნი“

სამარხვო კრემი ნებისმიერი ტორტისა თ...

მოხარშული კრემი წყლით

შემწვარი გოგრა ტაფაზე - კარტოფილივი...

შემწვარი გოგრა ტაფაზე

ვემზადებით ზამთრისთვის - ბულგარული...

დატენილი ბულგარული

ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე

ყაბაყის მწნილი
სტერილიზაციის გარეშე

მწვანე ლობიო ნიგვზით იმერულად

მწვანე ლობიო ნიგვზით
იმერულად