უცხოური სამზარეულო

როგორ მოვხარშოთ ფანტია ბრინჯი

fun time

14:00 ოთხ. 13 ოქტომბერი, 2021 წელი

როგორ მოვხარშოთ ფანტია
ბრინჯი

14
დაკოპირებულია

ბრინჯის სწორად მოხარშვა არცთუ ისე მარტივია. ბრინჯის მომზადება გარკვეულ წესების თაცვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არც მადისაღმძვრელი სუნი ექნება და ვიზუალურადაც ფაფას დაემსგავსება.

მაშ ასე, როგორ მოვხარშოთ ფანტია ბრინჯი.

საჭირო პროდუქტი:

  • სქელძირიანი ქვაბი, დაახლოებით, 2-ლიტრიანი ტევადობის;
  • ბრინჯი;
  • წყალი;
  • კარაქი;
  • მარილი.


პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ შესაფერისი სახეობის ბრინჯი. სასურველია, აირჩიოთ გრძელი ბრინჯი. ბრინჯის მცოდნეები უფრო ჟასმინის ან ბასმატის სახელით ცნობილ ბრინჯს უწევენ რეკომენდაციას.

4 ულუფა ბრინჯის გარნირის მოსამზადებლად საკმარისია 1 სტანდარტული ჭიქა ბრინჯი. კარგად გარეცხეთ, სანამ მას სუფთა წყალი არ გაუვა.

გარეცხილი ბრინჯი მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში და დაასხით ცხელი წყალი.

ფანტია ბრინჯის ცივ წყალში მომზადება არ ღირს, რადგან ამ შემთხვევაში ბრინჯი დიდი რაოდენობით წყალს იწოვს და ხარშვის დროს იშლება.

შეეცადეთ, ბრინჯს წყალი ზუსტად დაასხათ, რადგან შემდეგ წყლის დამატება არ მოგიწიოთ. ამ შემთხვევაში კერძი, შესაძლოა, გაფუჭდეს. წყლის რაოდენობა მშრალი ბრინჯის რაოდენობას 2-ჯერ უნდა აღემატებოდეს. თან, დაამატეთ მარილი. 4 ულუფა ბრინჯის გარნირის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზი მარილი საკმარისია.

მაშ ასე, სქელძირიან ქვაბში ჩაყრილი ბრინჯი დადგით მაღალ ცეცხლზე, რადგან წყალი ძალიან სწრაფად უნდა ადუღდეს. ხარშეთ, დაახლოებით, 7 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ცეცხლი მინიმუმამდე დაუწიეთ, თავსახური მყარად დაახურეთ და განაგრძეთ ხარშვა კიდევ 15 წუთით. ამ დროს ბრინჯის მორევა და ქვაბზე თავსახურის ახდა დაუშვებელია!

როგორც კი ხარშვის დრო გავა, გაზქურა გამორთეთ. ქვაბის შუაგულში ჩადეთ 1 სუფრის კოვზი კარაქი, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ კიდევ ოცი წუთის განმავლობაში. ამ დროში ბრინჯი მთლიანად შეიწოვს დარჩენილ სითხეს, შედეგად კი ბრინჯი უფრო არომატული და ფაფუკი გახდება.

სულ ეს არის, შეგიძლიათ მიირთვათ.

შენიშვნა:

სქელძირიან ქვაბში ტემპერატურა უფრო კარგად ნარჩუნდება და ბრინჯი არ ჩაიწვება;

მრგვალი ფორმის ბრინჯს ფანტიად ვერ მოხარშავთ, რადგან ის ძალიან დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს და ძალიან იხარშება (ფლავდება);

თუკი ბრინჯის სალათაში დამატება გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ ბრინჯი წინასწარ აუცილებლად უნდა გააციოთ.

🔰:

ბრინჯის წყალი თმისთვის

ბრინჯი მექსიკურად - სამარხვო კერძი

ხელოვნური ბრინჯი - როგორ განვასხვაოთ ნამდვილისგან


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები

სასწრაფო დახმარება ნაბახუსევზე - ნი...

ნივრის წვნიანი

თუ ოლივიე მოგბეზრდათ, სცადეთ ეს გან...

განსხვავებული სალათები
საახალწლო სუფრისთვის

განსხვავებული სალათა საახალწლო სუფრ...

განსხვავებული სალათა
საახალწლო სუფრისთვის

სოკოს წვნიანი - მოამზადეთ 20 წუთში

სოკოს წვნიანი