გოგრის დიეტა - 4 დღე და მინუს 4 კილოგრამი
16:49 სამ. 8 თებერვალი, 2022 წელი
გოგრაში შემავალი T ვიტამინი ორგანიზმს ცხიმიანი და მძიმე საკვების უკეთ მონელებაში ეხმარება. ამ იშვიათი ვიტამინის მიღებას დიეტოლოგები ურჩევენ მათ, ვისაც ზედმეტი წონის პრობლემა აქვთ.
ამ დიეტის რაციონი საკმაოდ ნოყიერი და მრავალფეროვანია - გოგრისგან უამრავი სასარგებლო და გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება.
გოგრა საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტია - 100 გრამი გოგრის გული, სულ რაღაც, 23 კკალ-ს შეიცავს. მისი მიღებით სტაბილურად დაიკლებთ წონაში და, რაც ყველაზე მთავარია, თუკი მკაცრად დაიცავთ ყველა რეკომენდაციას, ზედმეტი წონა უკან აღარ დაგიბრუნდებათ.
რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- პირველ რიგში, სწორად უნდა აარჩიოთ გოგრა - სასურველია, მისი გული იყოს ყვითელი და არა - სტაფილოსფერი.
- თუკი საკვების მიღების შუალედში მოგშივდათ, მიირთვით მოხარშული გოგრა ან ვაშლი.
- სასურველია საუზმე, სადილი და ვახშამი მიირთვათ ერთსა და იმავე დროს.
- მაქსიმალური შედეგის მისაღებად არ ივახშმოთ 6 საათის შემდეგ.
- მოამზადეთ კერძები წინასწარ - ეს დიეტურ დღეებს შეგიმსუბუქებთ.
- დიეტის დროს შეამცირეთ მარილი, ამოიღეთ რაციონიდან შაქარი და გაზიანი სასმელები.
- არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება დღის მანძილზე.
- დიეტური კერძები შეგიძლიათ, მიირთვათ შეუზღუდავი რაოდენობით, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ დიეტაზე ხართ.
- ნუ მიიღებთ კალორიულ საკვებს დიეტის დასრულებისთანავე.
- სასურველია, გოგრა დიეტური დღეების შემდეგაც დატოვოთ თქვენს რაციონში.
გოგრის დიეტის მენიუ:
პირველი დღე
საუზმე: გოგრის ფაფა - დაამზადეთ ბრინჯით ან შვრიის ფანტელებით. შეგიძლიათ დაუმატოთ უცხიმო რძე; გოგრის სალათი - შეგიძლიათ დაამზადოთ გოგრით და ვაშლით. ხოლო მის შესაზავებლად გამოიყენეთ უცხიმო იოგურტი ან ლიმონის წვენი. უშაქრო ჩაი ან ყავა;
სადილი: გოგრის წვნიანი;
ვახშამი: მოშუშული გოგრა.
მეორე დღე
საუზმე: გოგრის ფაფა და გოგრის სალათი;
სადილი: დიეტური წვნიანი და გოგრის კატლეტი;
ვახშამი: ვაშლი - ვაშლი შეგიძლიათ ღუმელში გამომცხვარიც მიირთვათ.
მესამე დღე
საუზმე: გოგრის ფაფა და გოგრის სალათი;
სადილი: ძროხის ხორცის გუფთა, დააყოლეთ რამდენიმე ნაჭერი გოგრა.
ვახშამი: გოგრის სალათი ანანასით.
მეოთხე დღე
საუზმე: გოგრის ფაფა და გოგრის სალათი;
სადილი: ბორში ან ბოსტნეულის წვნიანი და ღუმელში შემწვარი ბულგარული წიწაკა;
ვახშამი: ბოსტნეულის რაგუ გოგრით და მცენარეული ზეთით.
როგორც ნახეთ, დიეტა ხანმოკლეა და რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანი.
გოგრის შესაძენად კი ახლა ზუსტი სეზონია.
სცადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგი.
ასევე, სცადეთ 🔰:
გასახდომი დიეტა - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
სიახლეები ამავე კატეგორიიდან