სილამაზე/ჯანმრთელობა

ზამთრის სწრაფი დიეტა

fun time

12:00 ხუთ. 11 ნოემბერი, 2021 წელი

სწრაფი დიეტა ზამთარში

14
დაკოპირებულია

წელიწადის ამ დროს ალბათ, ხშირად გსმენიათ: „რამდენიმე კილოგრამი მოვიმატე და ვეღარ ვიკლებ“, ან - „უკვე რა ხანია, დიეტაზე ვარ, მაგრამ ორი კილოც ვერ დავიგდე“. ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ზამთარია და ამ პრობლემის მოგვარებაში სწორედ ზამთრის დიეტა დაგეხმარებათ.

წელიწადის ცივ პერიოდში ზამთარში ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას განაპირობებს:

  • ორგანიზმის რეაქცია ტემპერატურის დაცემაზე;
  • მეტაბოლიზმის პროცესის შენელება;
  • ცხოვრების ნაკლებად მოძრავი რიტმი;
  • რაციონში მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობა.

ასეთ შემთხვევაში ზამთრის დიეტა იდეალური ვარიანტია, რომელიც ერთი კვირაში 4-5 კილოგრამის დაკლებაში დაგეხმარებათ.
ზამთრის დიეტის რაციონშია მსუბუქი საკვები, რომელიც შეიცავს ცილებს, ვიტამინებს, ნახშირწყლებს, უჯრედებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ამ პერიოდში მკაცრი დიეტების შესრულება სასურველი არ არის, რადგან კალორიების მკვეთრი შემცირება აქვეითებს იმუნიტეტს, იწვევს ჰორმონალურ დარღვევას და თმის, ფრჩხილებისა და მხედველობის გაუარესებასაც კი.

რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:

  • დიეტის რაციონი საკმარისი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით გაამდიდრეთ;
  • შეეცაეთ, მიირთვათ ტრიფტოფანის შემცველი პროდუქტები (ტრიფტფანი განწყობას აუმჯობესებს): ქათამი, უცხიმო ხორცი, ინდაური, თევზი, ქათმის კვერცხი, ყველი, თხილი და მარცვლეული კულტურები;
  • მიირთვით თბილი საჭმელი - წვნიანები სანელებლების დამატებით (ზამთარში სანელებლები ორგანიზმს ათბობს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას);
  • მიირთვით 1,5 ლიტრი წყალი, რადგან ყინვა ორგანიზმს „აშრობს“, რაც უარყოფითად აისახება როგორც კანზე, ასევე, მთლიანად სხეულზე;
  • შეზღუდეთ ყავისა და ცხელი შოკოლადის მიღება - ეს სასმელები ზამთარში წონაში მატებას უწყობს ხელს. მათ ნაცვლად მირითვით ხილის ჩაი ან უბრალო წყალი;
  • შეეცადეთ, უფრო მეტი იძინოთ, რადგან ჯანსაღი ძილი განწყობას ამაღლებს, ხოლო ჭამის მადას აქვეითებს.


ზამთრის დიეტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს და თითოეული მენიუ შეგიძლიათ გააგძელოთ 1 კვირის განმავლობაში:

ზამთრის დიეტა ხორცით

საუზმე: მოხარშული კვერცხი - 2 ცალი; შვრიის ფაფა; 1 ნაჭერი დიეტური პური; ჩაი 1 ჩ/კ თაფლით.

ლანჩი: 1 ნაჭერი ყველი და ვაშლი;

სადილი: სოკოს, ქათმის ან ბოსტნეულის წვნიანი და 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი;

სამხარი: 1 ჭიქა რძე ან კეფირი;

ვახშამი: გამომცხვარი სტაფილო შავი ქლიავით, ვაშლისა და სტაფილოს სალათი ან ცოტაოდენი ჩირი და

თხილეული. 1 ჭიქა ჩაი 1 ჩ/კ თაფლით.

ზამთრის დიეტა თევზით

საუზმე: მოხარშული კვერცხი - 2 ცალი; 1 ულუფა დაკეპილი კომბოსტო;

ლანჩი: 1 ჭიქა დაბალცხიმიანი კეფირი ან 1 ჭიქა რძიანი ყავა (უშაქროდ);

სადილი: სოკოს, ქათმის ან ბოსტნეულის წვნიანი, ბოსტნეულის სალათი ან მოთუშული კომბოსტო. 1 ნაჭერი დიეტური პური;

სამხარი: გამომცხვარი ვაშლი - 2 ცალი;

ვახშამი: მცენარეულ ზეთში შემწვარი თევზი, მოხარშული კარტოფილი და 1 ჭიქა უშაქრო ყავა.

ზამთრის ვეგეტარიანული დიეტა

საუზმე: მოხარშული კვერცხი - 2 ცალი; მანანის ბურღულის ფაფა; 1 ნაჭერი დიეტური პური; ჩაი 1 ჩ/კ თაფლით.

ლანჩი: 1 ცალი მსხალი ან მწვანე ვაშლი, 1 ნაჭერი ყველი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი;

სადილი: ბარდის წვნიანი, მოთუშული კომბოსტო სოკოთი;

სამხარი: 1 ჭიქა დაბალცხიმიანი კეფირი

ვახშამი: გამომცხვარი სტაფილო შავი ქლიავით, ჩაი 1 ჩ/კ თაფლით.

🔰

ბორშის დიეტა - მინუს 5 კილო ერთ კვირაში

გასახდომი დიეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვაშლის ძმარი წონაში დასაკლებად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები