სილამაზე/ჯანმრთელობა

ვაშლის ძმარი წონაში დასაკლებად: რჩევები და რეკომენდაციები

fun time

18:00 კვი. 24 იანვარი, 2021 წელი

ვაშლის ძმარი წონაში
დასაკლებად

14
დაკოპირებულია

თუკი წონაში დაკლება გსურთ, ვაშლის ძმარი დილით ერთ-ერთი საინტერესო მეთოდია.

 

ვაშლის ძმარი წვავს კანქვეშა ცხიმებს. მისი მიღება საჭიროა ჭამის წინ და წარმატება გარანტირებულია.

1 ჭიქა თბილ წყალს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ ნაყენი უზმოზე, ხოლო 20 წუთის შემდეგ ისაუზმეთ. ამგვარად თავიდან აიცილებთ მეტაბოლიზმის პრობლემებს და დღის მანძილზე ძლიერი შიმშილის შეგრძნება აღარ შეგაწუხებთ.

ვაშლის ძმარი არა მხოლოდ ცხიმებს წვავს, არამედ მადასაც აქვეითებს. თუმცა, დიეტოლოგების უმეტესობა ცხიმების წვის ამ მეთოდს არ ეთანხმება. თუკი მსგავს ავანტიურაზე წასვლას მაინც გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ, ძმრიანი წყალი შემდეგნაირად მიიღოთ:

დიდ ჭიქაში ჩაასხით თბილი წყალი; დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, 1 სუფრის კოვზი თაფლი. კარგად მოურიეთ და მიღებული სითხე სამ ნაწილად გაყავით. მიიღეთ ყოველი ჭამის წინ (საუზმის, სადილისა და ვახშმის).

წონაში დასაკლებად ვაშლის ძმრის აბაზანების მიღებაც შეგიძლიათ:

აბაზანა გაავსეთ წყლით, ჩაამატეთ მასში 2 ჭიქა ვაშლის ძმარი. გააკონტროლეთ, რომ წყალი 50 გრადუსზე მეტი არ იყოს.
ვაშლის ძმრის აბაზანაში ჩაწექით არაუმეტეს 20 წუთისა, თუმცა, თუკი ჰიპერტონია გაწუხებთ ან მგრძნობიარე კანი გაქვთ, მსგავსი აბაზანები დაივიწყეთ!
გახსოვდეთ მთავარი პრინციპი - იდეალური ფიგურის მისაღებად საკუთარ ორგანიზმს არ უნდა ავნოთ!


შენიშვნა:

რა თქმა უნდა, პარალელურად, აუცილებელია ჯანსაღი კვება - ნაკლები ნახშრირწყლები და ცხიმები, მეტი ბოსტნეული და ცილა;
ვაშლის ძმარი უნდა იყოს ნატურალური;
არ დაგავიწყდეთ წყლის სარგებელი და ბევრი წყლის დალევა დღის განმავლობაში;
თუკი კუჭ-ნაწლავის არეში უსიამოვნო შეგრძნებამ შეგაწუხათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ექსპერიმენტი საკუთარ თავზე და მიმართეთ გასტროენტეროლოგს.
ვაშლის ძმრის სიმჟავემ შესაძლოა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსი და კბილის ემალი დააზიანოს.
სანამ ვაშლის ძმრის მიღებას დაიწყებთ, აუცილებელია თერაპევტის ან დიეტოლოგის კონსულტაცია, რადგან არსებობს რიგი უკუჩვენებები, რომელთა დადგენა მხოლოდ კვალიფიცირებულ ექიმს შეუძლია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა