დესერტი

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადოთ ცნობილი დესერტი?

fun time

17:51 ორშ. 2 ივნისი

მარწყვი შოკოლადში

14
დაკოპირებულია

მარწყვის სეზონზე შოკოლადში ამოვლებულ მარწყვს არაფერი სჯობს, თანაც რეცეპტიც მარტივია – იღებ მარწყვს, გამდნარ შოკოლადში ავლებ და მიირთმევ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ მარტივი დესერტის მომზადებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი  წვრილმანი უნდა გაითვალისწინოთ. 

1. შოკოლადის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია

მარწყვისთვის ნამდვილი შოკოლადი, დანამატების გარეშე უნდა აირჩიოთ. ნამდვილია შოკოლადი, რომელიც დამზადებულია არა კაკაოს ფხვნილისგან (cocoa, cocoa powder, cacao, cocoa solids), არამედ უშუალოდ სრესილი კაკაოსგან (cocoa mass) მზადდება. შეეცადეთ ასეთი შოკოლადი შეიძინოთ.

2. შოკოლადი ძალიან არ უნდა გააცხელოთ

შოკოლადი ძალიან არ უნდა გააცხელოთ, თორემ აღარ გამაგრდება. თუ სახლში მიკროტალღური ღუმელი არ გაქვთ, შეგიძლიათ შოკოლადი წყლის აბაზანაზე გაადნოთ.

3. აუცილებელია შოკოლადის ტემპერირება

შოკოლადი რომ ლამაზად პრიალებდეს, ჯერ უნდა გავადნოთ, შემდეგ ოდნავ გავაციოთ და ისევ გავათბოთ.
მარტივად რომ ვთქვათ, ტემპერირება არის კაკაოს ცხიმის დნობისა და განმეორებითი კრისტალიზაციის პროცესი შოკოლადში.

ტემპერირების შედეგად კაკაო კარაქი გარდაიქმნება მყარ კრისტალურ სტრუქტურად, რომელიც ბზინვარებას და ტექსტურას ხანგრძლივი დროით ინარჩუნებს.

ტემპერირების შემდეგ შოკოლადი არ დნება ხელში და გაციების შემდეგ არ იკეთებს თეთრ ნადებს.

შავი შოკოლადის ტემპერირებისთვის საჭიროა რამდენიმე ეტაპის დაცვა:

უნდა გააცხელოთ შოკოლადის მასა 45-50 გრადუსამდე, გააციოთ 27-28 გრადუსამდე და ხელმეორედ გააცხელოთ 31-32 გრადუსამდე.

ახლა კი შოკოლადში ამოვლებული მარწყვის რეცეპტი

საჭირო პროდუქტი:

  • მარწყვი – 230 გრ. (დაახლოებით 12 ცალი)
  • შოკოლადი – 150 გრ.

მომზადება:

მარწყვი აუცილებლად უნდა იყოს მთლიანი და მშრალი. გარეცხეთ და გააშრეთ — უმჯობესია ქაღალდის ხელსახოცზე, რადგან ის წყალს საუკეთესოდ შთანთქავს.

პატარა ქვაბზე დადეთ გამჭვირვალე ცეცხლგამძლე ჭურჭელი. ჩაყარეთ შიგნით 100 გრ. შოკოლადი (თუ პლიტკა გაქვთ, დატეხეთ პატარა ნაწილებად) და შედგით დაბალ ცეცხლზე.

შოკოლადის სრულ გადნობას ნუ დაელოდებით. როცა ძირითადი ნაწილი გადნება, ჯამი ცეცხლიდან გადმოდგით, მოურიეთ და დარჩენილი ნაწილიც გადნება. თბილ მასაშივე დანარჩენი 50 გრ. შოკოლადიც ჩაყარეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ.

ამ დროს მარწყვიც მზად უნდა გქონდეთ – ჩაუშვით შოკოლადში თითოეული მარწყვი, შემდეგ ამოიღეთ და საცხობ ქაღალდზე დაალაგეთ.

შოკოლადი ოთახის ტემპერატურაზე 30–35 წუთში მაგრდება.

გემრიელად მიირთვით!

ესეც დაგაინტერესებთ:

მარწყვის სასარგებლო თვისებები

მარწყვის ტარტის რეცეპტი

მარწყვის ჯემი ჟელატინით



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობ...

თაფლის ტორტი - მარტივი
დესერტი

უკოფეინო ყავა - მოამზადეთ ფინიკის კ...

უკოფეინო ყავა ფინიკის
კურკებისგან

არაჟნის მოხარშული კრემი

არაჟნის მოხარშული კრემი

ცივი კრემი შესქელებული რძით

ცივი კრემი შესქელებული
რძით

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი დესერტი

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი
დესერტი

როგორ მოვამზადოთ შვრიის რძე?

როგორ მოვამზადოთ შვრიის
რძე?

სამარხვო დესერტი — შოკოლადის მაფინე...

სამარხვო დესერტი —
შოკოლადის მაფინები