დესერტი

მარწყვის ჯემი ჟელატინით

fun time

18:01 შაბ. 13 აპრილი, 2024 წელი

მარწყვის ჯემი ჟელატინით

14
დაკოპირებულია

მარწყვის სეზონი მოახლოვდა, ამიტომ გვინდა, შემოგთავაზოთ გემრიელი და სურნელოვანი მარწყვის ჯემის მარტივი რეცეპტი. ამ რეცეპტით მომზადებული მარწყვის ჯემი საოცრად არომატულია, გემრიელია და იდეალურია შიგთავსია ნამცხვრებისა და კექსებისთვის. 

საჭირო პროდუქტი:

  • მარწყვი - 1 კგ.
  • შაქარი - 800 გრ.
  • ჟელატინი - 20 გრ.
  • ლიმონმჟავა

მომზადების წესი:

მარწყვი ცივ წყალში გარეცხეთ, ყუნწები მოაცილეთ და თუშფალანგზე დატოვეთ, რათა წყალი დაიწუროს.

ამის შემდეგ მარწყვი ბლენდერში გადაიტანეთ და ერთგვაროვან პიურედ აქციეთ.

(შეგიძლიათ, მარწყვის პიურე საცერში გაატაროთ და რბილობის ნარჩენები მოაშოროთ. ასე უფრო გლუვი და გამჭვირვალე იქნება ჟელე).

მარწყვის პიურე სქელძირიან ქვაბში ჩაასხით, შაქარი დააყარეთ და კარგად აურიეთ.

მარწყვიანი ქვაბი დაბალ ცეცხლზე დადგით და გამუდმებული მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ (არ უნდა ადუღდეს). ამის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და 25-30 წუთი ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ.

🍓

ჟელატინი პატარა ჯამში ჩაყარეთ, 50 მლ. თბილი წყალი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და 10-15 წუთი დატოვეთ, რომ გაფუვდეს.

🍓

ამასობაში გარეცხილი მინის ქილები ღუმელში შედგით და 110-120 გრადუსზე, 7-10 წუთის განმავლობაში გაასტერილეთ. ამის შემდეგ ქილები გააგრილეთ.

🍓

გაფუებული ჟელატინი მარწყვის ჯემს დაუმატეთ, კარგად აურიეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით. ჯემი ადუღებამდე რომ მივა, ლიმონმჟავა დაუმატეთ, კარგად აურიეთ, კიდევ 2-3 წუთი ადუღეთ და ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით.

ცხელი ჯემი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ, სანამ მთლიანად არ გაგრილდება.

ამის შემდეგ ქილები მაცივარში ან გრილ ადგილზე შეინახეთ.

გემრიელად მიირთვით!

ესეც საინტერესოა:

მარწყვის სასარგებლო თვისებები

10 საინტერესო ფაქტი მარწყვზე

მარწყვის ტარტის რეცეპტი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთე...

ქლიავის ჩირის დამზადება

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე