დესერტი

მარწყვის ტარტის რეცეპტი

fun time

17:30 ხუთ. 18 მაისი, 2023 წელი

მარწყვის ტარტის რეცეპტი

14
დაკოპირებულია

მარწყვისგან მომზადებული დესერტები განსაკუთრებულა პოპულარულია. გთავაზობთ მარწყვისა და  ხაჭოს ტარტის რეცეპტს, რომელიც 24-26 სმ-ის დიამეტრის, გვერდებმოსახსნელ ფორმაში მზადდება. 

 

ტარტის ცომის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

წვრილად დაჭრილი კარაქი - 100 გრ

შაქარი - ნახ. ჭიქა

ცივი წყალი - 1 ს.კ. კოვზი

მწიკვი მარილი,

ტარტის გულსართის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

უცხიმო ხაჭო - 250 გრ.

შაქარი - 0,25 ჭიქა

მარწყვი - 800 გრ

ჟელატინი მარწყვის არომატით - 1 ს.კ. კოვზი

წყალი - 0,25 ჭიქა

ტარტის მომზადება:

1. ღუმელი 180°-მდე გააცხელეთ.

2. ფქვილი, დაჭრილი ცივი კარაქი, 0,5 ჭიქა შაქარი და მარილი ერთმანეთში კარგად ასრისეთ, სანამ ფხვიერ მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ 1 ს.კ. კოვზი (ან ცოტა მეტი) ძალიან ცივი წყალი და ურიეთ, სანამ ცომი ერთგვაროვანი არ გახდება.

3. ცომი გააბრტყელეთ და ტარტის ფორმაში გადაიტანეთ. შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ ფორმის ძირსა და გვერდებზე, ჩანგლით დაჩხვლიტეთ და 10-15 წუთით საყინულეში შედგით.

4. საყინულიდან გამოღების შემდეგ ტარტის ძირი, დაახლოებით, 20-30 წუთი აცხვეთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. გამომცხვარი ტარტი ფორმაში გააცივეთ.

***

5. მოამზადეთ შიგთავსი: ხაჭო და მეოთხედი ჭიქა შაქარი ერთმანეთში კარგად აურიეთ და ტარტის ძირზე თანაბრად გაანაწილეთ (ტარტი ფორმიდან არ ამოიღოთ)

6. ხაჭოს თავზე დაჭრილი მარწყვი მოალაგეთ.

7. მარწყვის მშრალი ჟელე წყალში გახსენით და რომ აფუვდება, დაბალ ცეცხლზე დადგით. ჟელე განუწყვეტლივ მორევით გააცხელეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, გააცივეთ და მარწყვებს სამზარეულოს ფუნჯით წაუსვით.

8. ტორტი მაცივარში რამდენიმე საათი დატოვეთ და ფორმიდან სუფრასთან მიტანის წინ ამოიღეთ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი