როგორ მოვამზადოთ ნიგვზის რძე?
14:49 ოთხ. 8 იანვარი
როდესაც მარხულობთ ან ლაქტოზას აუტანლობა გაქვთ, მცენარეული, კერძოდ კი ნიგვზის რძე შესანიშნავი გამოსავალია. მართალია, მაღაზიაში ხარისხიანი მცენარეული რძის შეძენა შეგიძლიათ, მაგრამ ის ძვირად ღირებული სიამოვნებაა და თანაც შაქარსა და სტაბილიზატორებს შეიცავს, ამიტომ გირჩევთ, მკლავები უგემრიელესი ნიგვზის რძე საკუთარ სამზარეულოში მოამზადოთ.
ესეც სცადეთ:
ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის
საჭირო პროდუქტი:
- ნიგოზი - 1 ჭიქა
- წყალი - 3 ჭიქა
- თხელი თაფლი - 1 ჩაის კოვზი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
დაასხით ნიგოზს წყალი და დატოვეთ მთელი ღამით ან 8-12 საათით.
ნიგვზის დალბობის შემდეგ წყალი გაყავისფერდება - ამ წყალს ნიგვზიდან ტანინები გამოაქვს, რაც ნიგოზს სიმწარეს აძლევს.
წყალი გადაწურეთ, ნიგოზს ახალი წყალი გადაავლეთ და ბლენდერში, მაღალ სიჩქარეზე დაამუშავეთ.
დამუშავებულ ნიგოზს სამი ჭიქა ანადუღარი და გაციებული წყალი დაამატეთ და მაღალ სიჩქარეზე, დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში დაატრიალეთ.
საწურზე დოლბანდის ორი ფენა დააფინეთ და დამუშავებული ნიგოზი კარგად გაწურეთ, რომ რაც შეიძლება მეტი რძე მიიღოთ.
გადაწურული რძე ჩაასხით კონტეინერში და მაცივარში შეინახეთ. გამოყენების წინ ბოთლი ოდნავ უნდა შეანჯღრიოთ.
უგემრიელესი ნიგვზის რძე შეგიძლიათ ცალკეც მიირთვათ ან ჩაის და ყავას დაუმატოთ.
როგორ გამოვიყენოთ დარჩენილი ნიგოზი?
უგემრიელესი მცენარეული რძის მომზადების შემდეგ დარჩენილი ნიგოზი შეგიძლიათ კულინარიაში, ნამცხვრების ცხობის ან ფხალეულის მომზადების დროს გამოიყენოთ ან მისგან ნიგვზის ფქვილი მოამზადოთ, ამისთვის დამუშავებული ნიგოზი საცხობ ფირფიტაზე გაშალეთ და ღუმელში, 90 გრადუს ტემპერატურაზე 1–1,5 საათის განმავლობაში გააშრეთ. გამშრალი და გაგრილებული ნიგოზი ყავის საფქვავში დაფქვით და ჰერმეტულ ქილაში, მაცივარში შეინახეთ. ნიგვზის ფქვილი შეგიძლიათ შვრიის ფაფას, სალათებს ან ნამცხვრებს მოაყაროთ.
ნიგვზის სასარგებლო თვისებები
გახსოვდეთ, რომ ნიგოზი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, აწესრიგებს სისხლძარღვების მუშაობას, ხელს უშლის სისხლში თრომბების წარმოქმნასა და არეგულირებს არტერიულ წნევას.
ნიგოზი ისეთი დაავადების პრევენციაა, როგორიცაა ათეროსკლეროზი, ნერვული აშლილობა და დიაბეტი.
ნიგოზი საუკეთესოდ მოქმედებს თავის ტვინზე. მასში შემავალი ომეგა 3 ხელს უწყობს ტვინის უჯრედების გამართულ მუშაობას.
ნიგოზი გამოიყენება ანემიისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის სამკურნალოდ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან