მსხლის ჯემი ზამთრისთვის
15:30 ხუთ. 9 ოქტომბერი

მსხლის ჯემი ზამთრის გრძელი საღამოებისა და ჩაის წვეულებების აუცილებელი ნაწილია. ჯემის მოსამზადებლად შეგიძლიათ ნებისმიერი ჯიშის მსხალი გამოიყენოთ. ჩვენი რეცეპტით მომზადებული ჯემი ზომიერად ტკბილი და ძალიან სქელი გამოდის.
საჭირო პროდუქტი:
- მსხალი - 1.7 კგ.
- შაქარი - 550 გრ.
- ლიმონი - ნახევარი,
- დარიჩინი - 7 გრ.
- ფორთოხალი - 1 ცალი
მომზადების წესი:
მოამზადეთ ყველა ინგრედიენტი: კარგად გარეცხეთ და გათალეთ მსხალი, მოაშორეთ გული და პატარა კუბიკებად დაჭერით. კარგად გარეცხეთ ფორთოხალი და გააშრეთ. ამის შემდეგ მოაცილეთ ცედრა და გამოწურეთ წვენი ნახევარი ლიმონისგან. დაგჭირდებათ 50 მლ.
დიდ ქვაბში ჩაასხით 50 მლ. წყალი, დაუმატეთ მომზადებული მსხალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში. მსხალი უნდა დარბილდეს.
ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და დარბილებული მსხალი ბლენდერით ათქვიფეთ. თუ ბლენდერი არ გაქვთ, მსხალი საწურში გაატარეთ.
ქვაბი ცეცხლზე დააბრუნეთ, დაუმატეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე, მუდმივი მორევით ადუღეთ, დაახლოებით, 35-50 წუთის განმავლობაში.
გამზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯემს დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა, ლიმონის წვენი, დარიჩინი და აურიეთ. ჩაასხით წინასწარ გასტერილებულ ქილებში და თავსახურები დაახურეთ.
შენიშვნა:
ამ რეცეპტში ლიმონი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. ის ჯემს არა მარტო სიახლეს და სასიამოვნო არომატს მატებს, არამედ მჟავიანობას აწესრიგებს და ისე მოქმედებს, როგორც კონსერვანტი.
ჯემის მზადყოფნის შემოწმება ასე შეგიძლიათ: თეფშზე რამდენიმე წვეთი დააწვეთეთ. თუ წვეთები არ გაიშლება და ფორმას შეინარჩუნებს, ჯემი მზადაა. გაითვალისწინეთ, რომ გაციებისას ის კიდევ უფრო შესქელდება.
ესეც სცადეთ:
კომშის ჯემი ზამთრისთვის - არომატული და სასარგებლო
ხურმის მურაბა და ჯემი - მარტივი რეცეპტები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან