ჰალვის სასარგებლო თვისებები
15:58

მზესუმზირას ჰალვა არა მხოლოდ გემრიელი აღმოსავლური ტკბილეული, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტია, რომელიც მზესუმზირას ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. ჰალვის რეცეპტი ჯერ კიდევ ძვ. წ. V საუკუნეში იყო ცნობილი და მას შემდეგ მისი პოპულარობა არ შემცირებულა.
ჩვენ მოგიყვანთ, სულ მცირე, 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა იყოს ჰალვა თქვენს რაციონში:
ენერგიის წყარო გონებისა და სხეულისთვის
მაღალი ხარისხის ჰალვა მზესუმზირასგან მზადდება, რომელიც ჯანსაღი ცხიმების, ცილების და რთული ნახშირწყლების ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს.
ეს შემადგენლობა ხანგრძლივი დანაყრების შეგრძნებას უზრუნველყოფს და ორგანიზმს ენერგიით მუხტავს. ის შესანიშნავი დესერტია სტუდენტებისთვის, სპორტსმენებისთვის და ყველასთვის, ვისაც დატვირთული გრაფიკი აქვს.
სარგებელი გულისა და სისხლძარღვებისთვის
ბუნებრივი ჰალვა მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით (ომეგა-6), რომლებიც სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ამცირებენ, სისხლძარღვების კედლებს აძლიერებენ, წნევას აწესრიგებენ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ამცირებენ.
ჰალვა ასევე შეიცავს კალიუმს და მაგნიუმს - მიკროელემენტებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გულის ჯანმრთელობისთვის.
სარგებელი კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის
ჰალვა ნამდვილი სილამაზის ელექსირია. ის შეიცავს E და B ვიტამინებს. ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედების დაბერებას ებრძვის, კანის მდგომარეობას აუმჯობესებს და მის ბუნებრივ ბზინვარებას ხელს უწყობს.
B ვიტამინები (განსაკუთრებით B1, B2 და ფოლიუმის მჟავა) აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს და ხელს უწყობს მათ ზრდას.
სარგებელი განწყობისთვის
ჰალვა ხელს უწყობს „ბედნიერების ჰორმონის“ - სეროტონინის გამომუშავებას. მზესუმზირას ცილა ამინომჟავა ტრიპტოფანს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში სეროტონინად გარდაიქმნება.
სწორედ ამიტომ, ჰალვას ნაჭერი დაღლილობასთან ბრძოლაში გვეხმარება და განწყობას ამაღლებს. ის გაცილებით ჯანსაღი და სასარგებლოა, ვიდრე შოკოლადის ფილა!
ესეც უნდა იცოდეთ:
როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან