დესერტი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთრისთვის

fun time

17:19 პარ. 24 ოქტომბერი

კივის ჯემი -

14
დაკოპირებულია

რა შეიძლება იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე ცივი ზამთრის დილას ცხელ ჩაისთან კივის ჯემი, რომელსაც მზის და შემოდგომის სუნი ასდის?! კივის ნაყოფი რეგიონისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში იკრიფება, ამიტომ შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ და ზამთრისთვის C ვიტამინის „ბომბები“ გაამზადოთ. 

საჭირო პროდუქტი:

  • კივი (მწიფე, მაგრამ მაგარი) - 1 კგ (გაფცქვნილი)
  • შაქარი - 500-600 გრ.
  • ლიმონის წვენი - 1 ცალიც
  • ფორთოხალი (სურვილის მიხედვით) - ნახევარი
  • გახეხილი ჯანჯაფილი — 1-2 ჩაის კოვზი (სურვილის მიხედვით)
  • ვანილი
  • პექტინი (ვაშლის ან ციტრუსის) — 40-80 გრ.

მომზადების წესი

1. კივი კარგად გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით, დაახლოებით 0.5-1 სმ ზომის კუბიკებად.

2. ფართო, სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი კივი და შაქარი.

3. დატოვეთ ეს ნარევი 30-60 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. ამ დროის განმავლობაში, კივი გამოყოფს წვენს და შაქარი ნაწილობრივ გაიხსნება.

4. დაამატეთ კივის ლიმონის წვენი და თუ გსურთ, ფორთოხლის ცედრა.

5. დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და მუდმივი მორევით, დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში ადუღეთ.

6. შეამოწმეთ სისქე და დაამატეთ პექტინი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია: პექტინი შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზ შაქარს - ეს კოშტების წარმოქმნას ხელს შეუშლის. პექტინ-შაქრის ნარევი სწრაფად და ენერგიული მორევით შეურიეთ ჯემს.

(შენიშვნა: კივი ბუნებრივად შეიცავს მცირე რაოდენობით პექტინს - ნივთიერებას, რომელიც პასუხისმგებელია მურაბის სისქეზე. თუ შედარებით თხელი მურაბის გაკეთება გსურთ, მურაბა 30-40 წუთი ხარშეთ სანამ არ გასქელდება. გამოიყენეთ ოდნავ რბილი, მაგრამ არა გადამწიფებული კივი.

7. დააბრუნეთ ქვაბი ცეცხლზე, ადუღებამდე მიიყვანეთ და 3-5 წუთის განმავლობაში მუდმივი მორევით ხარშეთ.

8. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან. თუ ჯანჯაფილს ან ვანილს იყენებთ, ახლავე დაამატეთ.

9. ჯემი ოდნავ გააგრილეთ (5-7 წუთი) და გასტერილებულ, მშრალ ქილებში, ჩაასხით.

10. ქილებს გასტერილებული თავსახურები მჭიდროდ დახურეთ, გადააბრუნეთ და თბილი პლედი დააფარეთ. ასე დატოვეთ, სანამ სრულად არ გაგრილდება.

აქვე:

ქილების სტერილიზაცია ღუმელში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში