დესერტი

პრიალა მინანქარი

fun time

14:17

პრიალა მინანქარი

14
დაკოპირებულია

შოკოლადის მინანქრის რეცეპტი უამრავი არსებობს, თუმცა ჩვენი რეცეპტი იდეალურ შედეგს გლუკოზის სიროფისა და სხვა რთულად საშოვნელი ინგრედიენტების გარეშე მოგცემთ. 

 

საჭირო პროდუქტი:

  • შაქარი - 240 გრ. (ერთი ჭიქა ან 16 სუფრის კოვზი)
  • წყალი - 80 გრ. (5-6 სუფრის კოვზი)
  • კაკაო - 80 გრ. (8 სუფრის კოვზი, თავმოუდგმელი)
    • ნაღები - 160 გრ. (სულ მცირე, 33% ცხიმიანობით)
    • ჟელატინი - 14 გრ. (2 პაკეტი)
    • ყინულიანი წყალი - 70 გ


მომზადების წესი:

1. ჟელატინი დაალბეთ ყინულიან წყალში.

2. 240 გრამი შაქრითა და 80 გრამი წყლით მოხარშეთ სიროფი.

3. სიროფს დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი და კარგად მოურიეთ, განაგრძეთ ხარშვა, დაახლოებით, ერთი წუთის განმავლობაში — უნდა მიიღოთ მუქი ყავისფერი, ერთგვაროვანი კონსისტენცია.

4. ნაღები ცეცხლზე გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ, დაუმატეთ აფუებული ჟელატინი და კარგად მოურიეთ, რათა ჟელატინი გაიხსნას.

5. გამზადებული ორივე მასა (სიროფი კაკაოთი და ნაღები ჟელატინით) ბლენდერში აურიეთ და კარგად ათქვიფეთ.

6. მზა მინანქარს ცელოფნის ფირი მჭიდროდ დააფარეთ და მაცივარში რამდენიმე საათით შედგით.

7. მომზადებული მინანქარი 30°C-მდე გააცხელეთ და ნამცხვარს მოასხით.

***

შოკოლადის სამარხვო ტორტი

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნი“

უმარტივესი ნამცხვარი შავი მოცვით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი