ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო
17:32 სამ. 28 ოქტომბერი
ყავა კედრის კაკლით გასტრონომიული ტრენდია, რომელიც უჩვეულო გემოების მოყვარულებმა დიდი ხანია, შეიყვარეს. ასეთი ყავა იდეალურია თბილი, შინაური საღამოებისთვის ან მეგობრული შეხვედრებისთვის.
კედრის კაკალი — უნიკალური პროდუქტი
კედარის კაკალი არა მარტო გემრიელი და ნოყიერი პროდუქტი, არამედ ნამდვილი ბუნებრივი საგანძურია.
მისი მდიდარი შემადგენლობა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციააში გვეხმარება.
კედრის კაკლის შემადგენლობაში შედის: B და E ჯგუფის ვიტამინები, რკინა, თუთია, მაგნიუმი, ასევე ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები.
სწორედ ამ მდიდარი შემადგენლობის წყალობით, ყავა კედრის კაკლით არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა.
კაკლის ზეთოვანი სტრუქტურა იდეალურად აწონასწორებს ყავის მჟავიანობას თუ სიმწარეს, რაც სასმელს უფრო სასიამოვნო გემოს აძლევს.
ინგრედიენტების მომზადება
კედარის კაკალი - აუცილებლად ახალი პროდუქტი უნდა შეარჩიოთ. გამოყენებამდე კაკალი მშრალ ტაფაზე ოდნავ მოხალეთ — ასე არომატი უფრო გაძლიერდება — და მერე დაფქვით.
ყავა - უშუალოდ მომზადების წინ დაფქვით.
სურვილისამებრ, შეგიძლიათ ცოტა ნაღები, თაფლი და დარიჩინი დაამატოთ.

კლასიკური ვერსია — შავი ყავა კედრის კაკლით
1. მოადუღეთ თქვენი საყვარელი ყავა.
2. დაამატეთ დაფქული კაკალი.
3. სასმელი 2–3 წუთი გააჩერეთ და მიირთვით.

კრემისებური — რძით ან ნაღებით
1. მოადუღეთ ყავა ჩვეულებრივი წესით.
2. დაამატეთ ცოტა რძე ან ნაღები.
3. ჩაყარეთ დანაყული კაკალი და აურიეთ.
4. მიქსერით ან ხელის სათქვეფით ოდნავ ათქვიფეთ.
5. სურვილისამებრ შეგიძლიათ ცოტა დარიჩინი ან ვანილი დაუმატოთ.
თაფლით და სანელებლებით
1. ჯეზვეში მოათავსეთ თაფლი, დარიჩინი და ყავა.
2. დაამატეთ კედრის კაკალი.
3. ყავა დაბალ ცეცხლზე მოადუღეთ.
4. თავსახური დააფარეთ და 2 წუთი დატოვეთ.
5. სურვილის შემთხვევაში გაწურეთ და სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.
რჩევები იდეალური შედეგისთვის:
• კაკალი ბევრი არ მოგივიდეთ, რომ ყავის გემო არ დაიკარგოს.
• გამოიყენეთ წინასწარ გამთბარი ჭიქები — ასე არომატი უფრო გაძლიერდება.
• ცოტაოდენი ზღვის მარილი სასმელს განსაკუთრებულ არომატს მისცემს, განსაკუთრებით თაფლიან ვერსიაში.
კედრის კაკლით ყავა არის შესაძლებლობა, რომ საყვარელი სასმელი თავიდან აღმოაჩინოთ.
***
სიახლეები ამავე კატეგორიიდან