სილამაზე/ჯანმრთელობა

ციკორის ყავა

fun time

22:12 შაბ. 1 ივნისი, 2024 წელი

ციკორის ყავა

14
დაკოპირებულია

ციკორი ჩვეულებრივი ყავის  ჯანსაღი შემცვლელია, თუმცა, ზოგ ადამიანში მან შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები და ალერგია გამოიწვიოს. სანამ ციკორის ყავას დალევთ, მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები უნდა გაარკვიოთ. 

ციკორი ანუ ვარდკაჭაჭა (Cichorium intybus) მცენარეა, რომელიც გზისპირას ან ბორცვებზე იზრდება. ზოგ ქვეყანაში ის სამკურნალო მიზნებით მოჰყავთ.

ვარდკაჭაჭას ფესვები ხსნადი ბოჭკოს - ინულინის მდიდარი წყაროა. ციკორის ინულინს ზოგ პროდუქტში ცხიმის ან შაქრის ჩასანაცვლებლად იყენებენ, რაც კალორიების შემცირებას იწვევს.

ინულინი პოლისაქარიდია, რომელიც ცხელ წყალში კარგად იხსნება. ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და საჭმლის მონელებას.

შეიცავს ვიტამინებს A, B1, B2, B3 (PP), B5, B6, B9, C.

მინერალებს: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, სელენი, თუთია, მანგანუმი.

ციკორის ყავის სასარგებლო თვისებები

ციკორის ყავა ფასდაუდებელი პროდუქტია დიაბეტით დაავადებულებისთვის, რადგან სისხლში შაქრის დონეს არ ზრდის.

დადებითი ეფექტისთვის ზრდასრულმა ადამიანმა დღეში 2,5 გრ ინულინი უნდა მიიღოს, რამდენსაც დაახლოებით 2 ფინჯანი ყავა შეიცავს.

გვეხმარება, რომ სისხლში ჯანსაღი ქოლესტერინის დონე შევინარჩუნოთ

ინულინის გარდა, ციკორის ფესვი ასევე შეიცავს პექტინს, ცელულოზას და ჰემიცელულოზის ბოჭკოებს. ამ ბოჭკოების ერთობა მავნე ქოლესტერინის შემცირებაში გვეხმარება. პექტინი სისხლში შაქრის კონტროლს აუმჯობესებს.

ციკორის შემადგენლობაში შემავალი ინულინი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს.

ციკორის ყავა, ნამდვილისგან განსხვავებით, ნერვულ სისტემას ამშვიდებს.

კარგი საშუალებაა ჭარბი წონის დასაკლებად, კანისთვის, თმისთვის, ღვიძლისთვის და სხვ.

ვარდკაჭკაჭას უკუჩვენება

ციკორის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ არყის ხის მტვრის მიმართ ალერგიულმა ადამიანებმა, რადგან ციკორს არყის ხის მსგავსი ნაერთები აქვს და ალერგიულ ადამიანებში შეიძლება პირის ღრუს ისეთი პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა შეშუპება.

ციკორის ყავას ასთმიანი ადამიანებიც უნდა ერიდონ, რადგან შეიძლება ხველა გამოიწვიოს.

ციკორის ყავის დალევა არ შეიძლება ანტიბიოტიკების მიღების დროს.

ესეც სცადეთ:

ნალექიანი ყავის მომზადება - 4 „ოქროს წესი“



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი