დესერტი

ნალექიანი ყავის მომზადება - 4 „ოქროს წესი“

fun time

16:00 კვი. 21 მაისი, 2023 წელი

როგორ მოვადუღოთ გემრიელი
ყავა

14
დაკოპირებულია

ამ ჯადოსნური სასმლის მომზადებისას რამდენიმე გავრცელებულ შეცდომას ვუშვებთ. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს  შეცდომები და როგორ მოვადუღოთ გემრიელი ყავა? 

მარცვლების შენახვა

გემრიელი და არომატული ყავა მხოლოდ ახლად მოხალული ყავის მარცვლისგან მზადდება. იდეალურ შემთხვევაში, ყავის მოხალვასა და მომზადებას შორის ორ ან უკიდურეს შემთხვევაში, სამ თვეზე მეტი არ უნდა გავიდეს! ახალი ყავის მარცვლები გაჯერებულია ეთერზეთებით, რომლებიც გემოსა და არომატის უნიკალურ თაიგულს ქმნიან. ჟანგბადთან ხანგრძლივი კონტაქტისას ეს ზეთები ორთქლდება და ყავა უგემური ხდება, ამიტომ ყავის შეძენისას პირველ რიგში შეფუთვაზე დამზადების თარიღს უნდა დააკვირდეთ.

ყავის შეფუთვა მოხალვის დროს დაგროვილ ნახშირორჟანგს საშუალებას აძლევს, მარცვლებიდან გამოვიდეს, მაგრამ ჟანგბადს გზას უკეტავს. შეფუთვის გახსნისთანავე ყავა დაძველებას იწყებს, ამიტომ გახსნიდან ერთი-ორი კვირით განმავლობაში უნდა მიირთვათ. ყავის შეუთვიდან სხვა ჭურჭელში გადატანა აუცილებელი არ არის, მაგრამ ყოველ ჯერზე მჭიდროდ უნდა დახუროთ. თუ შეფუთვას ზიპლოკი არ აქვს, შეგიძლიათ პატარა სარჭები გამოიყენოთ.

მარცვლებთან შედარებით, დაფქული ყავა კიდევ უფრო სწრაფად - რამდენიმე საათში ძველდება, ამიტომ თუ გემრიელი ყავის დალევა გსურთ, ყოველ ჯერზე ყავის საფქვავი უნდა გამოიყენოთ.

დაფქვის ხარისხი

ყავის მოდუღების ყოველ ხერხს მარცვლების განსხვავებულ ზომაზე დაფქვა შეესაბამება. ნალექიანი ყავისთვის პირიქით, პუდრივით წვრილად და თანაბრად დაფქული ყავა დაგჭირდებათ, რათა სქელი და მდიდარი გემოს მქონე სასმელი მიიღოთ.

წყლის და ყავის პროპორციები

გემრიელი ყავის მოსამზადებლად პროპორციების დაცვა მნიშვნელოვანია. 100 მლ წყალს, სულ მცირე, 6 გრ ყავა უნდა დაუმატოთ - ეს არის 1 ჩ.კ. თავმოდგმული. ზოგადად, უმჯობესია წყალს მეტი ყავა დაამატოთ, ვიდრე ნაკლები. ზედმეტად მაგარი ყავის ცხელი წყლით გაზავება შეიძლება, წყალწყალა ყავა კი უნდა გადაღვაროთ.

წყლის ხარისხი

ყავის 98%-ს წყალი შეადგენს, ამიტომ მის გემოზე ბევრი რამ რის დამოკიდებული. ონკანის წყალი ყავის მოსამზადებლად ყოველთვის შესაფერისი არაა. ის შეიძლება ქლორს, ჟანგს და სხვადასხვა მინარევებს შეიცავდეს. ამასთან, ხშირად ონკანის წყალს მაღალი მინერალიზაცია აქვს, ზედმეტად მძიმეა და ყავის მოსამზადებლად არ ვარგა.

ყავის მოსამზადებლად ბოთლებში ჩამოსხმული წყალი ყველაზე შესაფერისია, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ შეფუთვაზე მითითებულ მახასიათებლებს. ზოგადი მინერალიზაცია (TDS) 50-იდან 175 მგ/ლ-მდე უნდა იყოს, ხოლო მჟავა-ტუტოვანი ბალანსი (pH) ნეიტრალური (6-8). წყალში საერთოდ არ უნდა იყოს ქლორი.

ამ მარტივი წესების დაცვა საშუალებას მოგცემთ, რომ დილა შესანიშნავი ყავით დაიწყოთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

Fun-ტესტი: აირჩიეთ ფინჯანი ყავა და წაიკითხეთ, რას ნიშნავს თქვენი არჩევანი

ზეთიანი ყავა წონაში დასაკლებად და კიდევ ყავის 2 უცნაური რეცეპტი

საუკეთესო ყავა - 4 უგემრიელესი ყავის რეცეპტი ლეგენდარული ფილმებიდან

ნალექიანი ყავის სარგებელი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვამზადოთ ნიგვზის რძე?

ნიგვზის რძე

პანა კოტა ფორთოხლით - მსუბუქი საახა...

პანა კოტას რეცეპტი

ტრადიციული ინგლისური საშობაო კექსი...

საშობაო კექსი

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

კარალიოკის მურაბა

კარალიოკის მურაბა

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებ...

ატმის წვენის მომზადება