ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის
15:15 ორშ. 6 ოქტომბერი

ვიტამინებით სავსე ეს გემრიელი სასმელი ზამთრის გრძელ დღეებში შემოდგომის მზიან დღეებს გაგახსენებთ და თავს მხნედ გაგრძნობინებთ.
საჭირო პროდუქტი:
- გოგრა - 1.5 კგ.
- ვაშლი - 400 გრ.
- ლიმონი - 1 ცალი,
- შაქარი - დაახლოებით 250 გრ.
- წყალი - 2 ლიტრი.
მომზადების წესი:
გოგრა გაფცქვენით, ამოაცალეთ თესლი და კუბიკებად დაჭერით.
ვაშლი გარეცხეთ, კურკები მოაცილეთ და ნაჭრებად დაჭერით.
ლიმონს მდუღარე წყალი დაასხით და შუაზე გაჭერით. ერთი ნახევარი ხარშვის დროს გამოიყენეთ, მეორე ნახევარი მზა წვენის სასურველი მჟავიანობისთვის.
ჩაასხით 2 ლიტრი წყალი ქვაბში, ჩაყარეთ გოგრის და ვაშლის ნაჭრები და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ ხილი და ბოსტნეული არ დარბილდება.
ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, ოდნავ გააგრილეთ და ბლენდერით ათქვიფეთ ან გადაწურეთ და საწურზე გახეხეთ.
ამის შემდეგ ხილ-ბოსტნეულის პიურე ქვაბში მოათავსეთ და ცეცხლზე დააბრუნეთ.
დაამატეთ შაქარი, მეორე ნახევარი ლიმონის წვენი (სურვილის შემთხვევაში) და ადუღების შემდეგ კიდევ 5-7 წუთი ხარშეთ.
მიიღებთ, დაახლოებით, 3.5 ლიტრ წვენს.
თუ წვენი ძალიან ტკბილი გამოვიდა, ცოტა მეტი ლიმონის წვენი დაამატეთ, თუ მჟავე - ცოტა მეტი შაქარი.
თუ ზამთრისთვის შენახვა გსურთ, ცხელი წვენი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში/ბოთლებში, დაახურეთ თავსახურები და შეახვიეთ პირსახოცში სრულ გაგრილებამდე.
წვენი შეგიძლიათ ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ, მაგრამ გახსნის შემდეგ მაცივარში უნდა შედგათ.
გემრიელად მიირთვით!
***
გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?
გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან