სილამაზე/ჯანმრთელობა

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

fun time

16:57 ოთხ. 26 მარტი, 2025 წელი

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

14
დაკოპირებულია

იშვიათია პროდუქტი, რომელიც იმდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რამდენსაც გოგრის ზეთი, თუმცა ამჯერად მხოლოდ მისი 4 მთავარი სასარგებლო თვისების შესახებ გიამბობთ. 

გოგრის ზეთი თმისთვის

ბევრმა კვლევამ დაადასტურა, რომ გოგრის ზეთის როგორც პერორალური, ისე ადგილობრივი გამოყენება ხელს უწყობს თმის ზრდას.

ქალებში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ გოგრის ზეთის 3 თვის განმავლობაში ადგილობრივი გამოყენება თმის ზრდას აჩქარებს.

მსგავსი კვლევა ჩატარდა მამაკაცებშიც, რომელმაც დაადასტურა, რომ 400 მგ გოგრის ზეთის ყოველდღიურად, პერორალური მიღებიდან 24 კვირის შედეგ თმის ზრდა ოთხჯერ დაჩქარდა, ხოლო თმის ცვენა მნიშვნელოვნად შემცირდა.

გოგრის ზეთი შარდის ბუშტისთვის

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი (გმპ) მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რადგან ტუალეტში ხშირი სიარული ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.

კვლევამ აჩვენა, რომ 12 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 10 გრ. გოგრის ზეთის მიღებამ ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომები მნიშვნელოვნად შეამცირა.

გოგრის ზეთი გულის ჯანმრთელობისთვის

მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი კვლევებია საჭირო, უკვე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ გოგრის ზეთი გულის ჯანმრთელობაზე სასარგებლოდ მოქმედებს.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ გოგრის ზეთი ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს, ასევე არტერიულ წნევას ამცირებს, სამაგიეროდ, "კარგი" ქოლესტერინის (ლპვპ) დონეს ზრდის.

პოსტმენოპაუზის მდგომარეობაში მყოფ ქალებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 3 გრ. გოგრის ზეთის ყოველდღიური მიღება სისხლძარღვებს მუშაობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ გოგრის ზეთს ჰიპერტონიის რისკის შემცირება შეუძლია.

გოგრის ზეთი ნუტრიენტებით მდიდარი პროდუქტია

გოგრის ზეთი სასარგებლო ცხიმებს შეიცავს, რაც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

გოგრის ზეთი ასევე მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით და ფოსფორით. გოგრის ზეთში შემავალი ისეთი ანტიოქსიდანტები, როგორიცაა კაროტინოიდები და პოლიფენოლები, ამცირებენ ანთების და ქრონიკული დაავადებების რისკს.

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

გოგრის ზეთის მიღების უამრავი საშუალება არსებობს — შეგიძლიათ გოგრის თესლი უმად ან შემწვარი სახით მიირთვათ, გოგრის ზეთი კი მზა საკვებში, მაგალითად, სალათებში გამოიყენოთ.

გოგრის ზეთში შეწვა ან მოშუშვა არასასურველია, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ზეთი თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს.

გოგრის ზეთი შეგიძლიათ, საკვები დანამატის სახით, როგორც კაფსულებში, ასევე თხევადი სახით მიიღოთ.

გოგრის ზეთის თმისა და კანის მოვლისთვის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია. პროდუქტის დღიური დოზა განსაზღვრული არ არის, ამიტომ უმჯობესია, შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქცია დაიცვათ.

გოგრის ზეთის გვერდითი მოვლენები

ზოგადად, გოგრის ზეთი უსაფრთხო პროდუქტად მიიჩნევა, რადგან ძალიან მცირე პოტენციური გვერდითი ეფექტები აქვს.

გოგრის ზეთის მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ თუ გოგრაზე ან გოგრის თესლზე ალერგია გაქვთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

ასკილის ზეთი სახისთვის

დაფნის ნახარში თმისთვის

როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი - რა უნდა ამოვიკითხოთ ეტიკეტზე?

ღვიძლისთვის სასარგებლო პროდუქტები




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყველაზე სასარგებლო ჩირი!

რომელია ყველაზე
სასარგებლო ჩირი?

რისი მომზადება შეიძლება და რისი არა...

ალუმინის ჭურჭელი

როცა ფრჩხილი ზოლიანი და უფერულია -...

რაზე მეტყველებს ფრჩხილის
პათოლოგიები?

ტკბილი პუტერია - სასწაულმოქმედი კენ...

ტკბილი პუტერია -
სასწაულმოქმედი კენკრა!

როგორ გავარჩიოთ ბუნებრივად მოწეული...

როგორ გავარჩიოთ
ბუნებრივად მოწეული
მარწყვი ქიმიკატებით
დამუშავებულისგან

6 ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარე...

Chlorophytum

გაღვივებული ხორბალი - სასარგებლო თვ...

გაღვივებული ხორბალი

რომელი თევზია ყველაზე სასარგებლო?

რომელი თევზია ყველაზე
სასარგებლო?

ქრისტესისხლა — ჯადოსნური ბალახის გა...

ქრისტესისხლა