სილამაზე/ჯანმრთელობა

დაფნის ნახარში თმისთვის

fun time

17:40 ოთხ. 4 ოქტომბერი, 2023 წელი

დაფნის ნახარში თმისთვის

14
დაკოპირებულია

თმის ცვენა (ალოპეცია) თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე  აქტუალური პრობლემაა, რომელიც covid-19 ის პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო მწვავე და შესამჩნევი გახდა. ზოგი ადამიანი თმის ცვენას მედიკამენტური თერაპიით, ვიტამინებით ან სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურებით ებრძვის, ზოგი კი უპირატესობას ბუნებრივ საშუალებებს ანიჭებს, ისეთს, როგორიც დაფნის ფოთოლია.

დაფნის ფოთოლი დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს და მათი ეთერზეთებთან დამატებით შეიძლება ვიტამინების საბადო მივიღოთ.

როგორ მოვამზადოთ დაფნის ნიღაბი თმისთვის

თმის ნიღბისთვის დაფნის ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

  • წყალი - 500 მლ
  • დაფნა - 4-5 ც.
  • გვირილის ხმელი ყვავილები - 1 ს.კ. ლ.
  • ბურდოკის ფესვი - 1 ს.კ. ლ.
  • როზმარინი - 1 ს.კ. ლ.

ბალახეულს დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და, დაახლოებით, ხუთი წუთი ადუღეთ. როცა წყალი გაცივდება, გადაწურეთ და ბალახეული ნარევი თავზე დაიდეთ (დაფნის ნახარში არ უნდა გადაღვაროთ).

ნახევარი საათის შემდეგ თმა ჩამოიბანეთ. და თმის ჩამობანვის შემდეგ დაფნის ნახარში გადაივლეთ.

თუ ასეთი პროცედურების ჩატარების დრო არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ მხოლოდ დაფნის ნაყენის გადავლება მოსინჯოთ.

როგორ მოვამზადოთ დაფნის ნაყენი

  • მდუღარე წყალი - 150 მლ
  • დაფნის ფოთოლი - 5 ცალი, დიდი ზომის

გამხმარი დაფნის ფოთოლი დაფქვით ან დანაყეთ და მდუღარე წყალი დაასხით. როცა გაგრილდება შეიფრქვიეთ გნებავთ მშრალ ან გნებავთ სველ თმაზე. ნაყენი ხუთი დღის განმავლობაში მაცივარში შეინახეთ და ყოველდღიურად გამოიყენეთ.

სულ ეს არის!

ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურვებთ!

ესეც უნდა იცოდეთ 🍃

დაფნა ხალხურ მედიცინაში - რისთვის და როგორ იყენებენ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები

აქვთ თუ არა ტყუპისცალებს ერთსა და ი...

ტყუპები და ალერგიულობა

ტომატპასტა კაცის ჯანმრთელობისთვის!

ტომატპასტა მამაკაცის
ჯანმრთელობისთვის

სიჩუმეში ყოფნა ჯანმრთელობაა — ახალი...

სიჩუმეში ყოფნა
ჯანმრთელობა

ყველაზე სასარგებლო ჩირი!

რომელია ყველაზე
სასარგებლო ჩირი?