დაფნა ხალხურ მედიცინაში - გსმენიათ ამის შესახებ?
17:03 ორშ. 2 ოქტომბერი, 2023 წელი
დაფნის ფოთოლი ყველა სამზარეულოში მოიპოვება. თანაც, თუ სწორად შეინახავთ, ეს კეთილშობილი მცენარე დიდხანს არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. დიასახლისები მას აქტიურად იყენებენ კულინარიაში, თუმცა დღეს მოგიყვებით, თუ როგორია დაფნა მკურნალი.
დაფნა პირის ღრუს მოვლის შესანიშნავი საშუალებაა:
თუ პირის ღრუში უსიამოვნო სუნი გაწუხებთ, თუ გაქვთ სტომატიტი, გინგივიტი ან პაროდონტოზი, უბრალოდ, ღეჭეთ დაფნის ფოთოლი ჭამამდე და ჭამის შემდეგ.
დაფნა შველის უძილობას:
ეს საოცარი მცენარე ვალერიანის ფესვებზე ნაკლებად არ ამშვიდებს. ჩააკერეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი ბალიშში და მთელი ღამე ახალშობილივით მშვიდად და უშფოთველად იძინებთ. ასეთი არომათერაპია თქვენს პატარასაც დაეხმარება მშვიდად ძილში.
ანტიბაქტერიული ეფექტის დამსახურებით, დაფნა წარმატებით გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ (ალერგიები, კანის გაღიზიანება და ნაწოლები):
ხმელი დაფნის ფოთოლი დაფქვით - ისე, რომ 1,5 ჩაის კოვზი ფხვნილი მიიღოთ. დაასხით ერთი ჭიქა ზეთი და ერთი კვირით დადგით ბნელ ადგილას.
ამ ნაზავით დაასველეთ ბინტი და დაიდეთ გაღიზიანებულ კანზე - შეამცირებს შეშუპებას და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
დაფნის ნახარში თმის ცვენის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა:
დაფნის ფოთოლს დაასხით წყალი (20-25 ფოთოლი/500 მგ წყალი), დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გამორთეთ ცეცხლი, დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და შეფუთეთ, რათა ნელა გაცივდეს. რამდენიმე საათის შემდეგ გადაწურეთ და დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, რეკომენდებულია თმის ჩამობანა ერთი საათის შემდეგ.
დაფნის ზეთი ეფექტურია თავის ტკივილის დროს:
ყავის საფქვავში დაფქვით ხმელი დაფნის ფოთოლი, ისე, რომ ორი სუფრის კოვზი ფხვნილი გამოვიდეს. დაასხით ერთი ჭიქა მცენარეული ზეთი და ერთი კვირით ბნელ ადგილას გააჩერეთ. თავის ტკივილის დროს დაფნის ზეთით საფეთქლები დაიზილეთ და რამდენიმე წუთში შვებას იგრძნობთ.
დაფნის ფოთოლი ეფექტურად ებრძვის სოკოვან დაავადებებს და ფეხის ოფლიანობას:
10 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და რამდენიმე საათით გააჩერეთ. გაიკეთეთ ამ ნაყენის აბაზანები კვრაში 2-3 ჯერ და ფეხის ოფლიანობისა და სოკოს პრობლემები ნაკლებად შეგაწუხებთ.
დაფნა ფუტკრის ნაკბენზე:
ფუტკრის ნაკბენზე დაიდეთ კარგად დანაყული დაფნის ფოთოლი და ზემოდან პლასტირი გადააკარით. შესიება და კანის გაღიზიანება მალე გაქრება.
დაფნის არომატი აფრთხობს მწერებს:
ამიტომ ხშირად იყენებენ ჩრჩილის საწინააღმდეგოდ.
როგორ ავარჩიოთ დაფნის ფოთოლი და რამდენ ხანს შეიძლება მისი შენახვა?
ფოთოლი უნდა იყოს მუქი მწვანე ფერის, ლაქებისა და თეთრი წერტილების გარეშე. განსაკუთრებით კარგი არომატი აქვს დიდი ზომის ფოთლებს. დაფნა სასარგებლო თვისებებს მაშინაც ინარჩუნებს, როცა გამოაშრობთ. შეინახეთ ჰერმეტულ ჭურჭელში, მაქსიმუმ, 1 წელი.
დაფნის ნახარშის უკუჩვენება
დაფნის ფოთოლს საკვებში, როგორც სანელებელს, არანაირი უკუეფექტი არ აქვს, ამბობენ ექსპერტები, თუმცა, დაფნის ფოთლის გამოყენება ნახარშის, ზეთების, კომპრესების, ექსტრაქტების ფორმით არ უნდა იყოს უკონტროლო, რათა არ მოხდეს ზედოზირება.
დაფნის ზეთების, კომპრესების და ნახარშის უკუჩვენება, როგორც ექიმები გვაფრთხილებენ, დაფიქსირებულია თირკმლის დაავადებების შემთხვევაში და ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ესეც დაგაინტერესებთ:
ვაშლის ძმრის დამზადება სახლის პირობებში
სანელებელი ჯანმრთელობისთვის - რომელი როდის გამოვიყენოთ?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან