სილამაზე/ჯანმრთელობა

ვაშლის ძმრის დამზადება სახლის პირობებში

fun time

17:00 ხუთ. 6 ივლისი, 2023 წელი

ვაშლის ძმრის დამზადება

14
დაკოპირებულია

ყველამ იცის, რომ ვაშლის ძმარი ჯანმრთელობისთვის  სასარგებლო პროდუქტია. 

მაინც, რისთვის არის სასარგებლო ვაშლის ძმარი

  • ვაშლის ძმარი აწესრიგებს არტერიულ წნევას და სისხლის შედედების ფუნქციას;
  • ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს;
  • ეხმარება ცხიმების მონელებას და გამოდევნის წიდებს ორგანიზმიდან.

ექიმები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებს ვაშლის ძმრის ყოველდღიურ მენიუში შეტანას ურჩევენ, თუმცა სახლში მომზადებული ვაშლის ძმარი მაღაზიაში შეძენილზე ხარისხიანი და სასარგებლოა, ამიტომ პროდუქტის მომზადების ორ საინტერესო ხერხს შემოგთავაზებთ.

ვაშლის ძმრის მომზადება

წესი №1

ვაშლის ძმრის დასამზადებლად შეგიძლიათ მომცრო ზომის, დაზიანებული ვაშლიც კი გამოიყენოთ.

ხილი კარგად გარეცხეთ და გულები ამოაცალეთ (გულები არ გადაყაროთ - მათ ასევე გამოიყენებთ ძმრის მოსამზადებლად);

გულებამოცლილი ვაშლი წვენსაწურში ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ;

წვენი ქილაში გადაასხით, ყოველ ლიტრზე 100 გრ შაქარი დაამატეთ და კარგად აურიეთ.

ქილას ქსოვილი დააფარეთ და რეზინით შეკარით. ქილა თბილ ადგილზე დადგით, სადაც მზის სხივი არ ხვდება და დატოვეთ.

ვაშლის დუღილს, დაახლოებით, 1,5–2 თვე სჭირდება. ამ დროის განმავლობაში ქილა პერიოდულად უნდა შეანჯღრიოთ.

წესი №2

ძმრის მომზადება ცალკე კონტეინერში შენახული ვაშლის გულებისგანაც შეიძლება, თუმცა ის გაცილებით დაბალი ხარისხის იქნება.

გულები 3-ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ, 300 გრ შაქარი დააყარეთ და ქილა ბოლომდე წყლით შეავსეთ.

ქილას ქსოვილი დააფარეთ და ბნელ, თბილ ადგილზე 1,5-2 თვით დატოვეთ.

ქილა დროდადრო უნდა შეანჯღრიოთ უკეთესი დუღილისთვის.

2 თვის შემდეგ რამდენიმე ლიტრი ნატურალური ვაშლის ძმარი გექნებათ, რომელიც ძალიან დიდხანს გეყოფათ.

ასევე, საინტერესოა 👇

როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი - 10 რჩევა

ვაშლის ძმარი თმისთვის

ვაშლის ძმარი წონაში დასაკლებად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება