სილამაზე/ჯანმრთელობა

ვაშლის ძმარი თმისთვის - ჰოლივუდი ძველ რეცეპტებს ირჩევს

fun time

17:25 ოთხ. 29 სექტემბერი, 2021 წელი

თმის მოვლა

14
დაკოპირებულია

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ვაშლის ძმარი ჰოლივუდში თმის მოვლის ერთ ერთი ყველაზე ტრენდული ინგრედიენტია. ცნობილი მსახიობები მას თავის დაბანის წინ, კანის დეტოქსიკაციისთვის და კონდიციონერის ნაცვლად იყენებენ.

თავის დაბანის შემდეგ ვაშლის ძმრის გადავლებაში ახალი არაფერია - ეს მეთოდი ჩვენი ბებიებისთვისაც კარგად ნაცნობი იყო, მაგრამ მათ კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებზე ხელი არ მიუწვდებოდათ.

რა ხდება ვარსკვლავების შემთხვევაში?

ვაშლის ძმრის სარგებლის შესახებ


როგორც ირკვევა, საქმე მჟავა-ტუტოვან ბალანსშია (pH). თმისა და თავის კანის pH დაახლოებით 5.5-ია. წყლის pH შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ უფრო ხშირად, შვიდია. როდესაც თმას იბანთ, თმის pH 6–6,5–მდე იზრდება და თმა მყიფე ხდება.

თმის რამე მჟავე სითხით, მაგალითად, ვაშლის ძმრით ჩამობანის შემთხვევაში, pH მცირდება, თმა კი და ბზინვარე და გლუვი ხდება.

როგორ დავამზადოთ თმის სავლები ვაშლის ძმრით:

1. გახსენით 1 სუფრის კოვზი ძმარი 1 ჭიქა თბილ წყალში.

2. ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ თმა. თუ მშრალი თმა გაქვთ, გამოიყენეთ კონდიციონერი ან ნიღაბი. ბოლოს წაისვით ძმრის სავლები მთელ თმაზე, მსუბუქად შეიზილეთ და 5 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ.

3. ჩამოიბანეთ თმა გრილი წყლით. ძმრის სუნზე ნუ ინერვიულებთ - მალე გაქრება.

ეს მნიშვნელოვანია!

ვაშლის ძმრის სავლები ყოველ ჯერზე ახალი უნდა დაამზადოთ. მისი შენახვა სასურველი არ არის, რადგან კონსერვანტებს ან სტაბილიზატორებს არ შეიცავს.

თუ თმა ახლახან შეიღებეთ, უმჯობესია, ვაშლის ძმრის სავლებისგან ერთი კვირა თავი შეიკავოთ. გახსოვდეთ, რომ pH-ის დაბალანსების თვისება ბევრ პროფესიონალურ სავლებ საშუალებას აქვს.

🔰:

როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი წონაში დასაკლებად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები

აქვთ თუ არა ტყუპისცალებს ერთსა და ი...

ტყუპები და ალერგიულობა