დესერტი

შემოდგომის დელიკატესი - გოგრის ცუკატები

fun time

19:00 ხუთ. 10 ნოემბერი, 2022 წელი

გოგრის ცუკატები

14
დაკოპირებულია

შემოდგომის დადგომასთან ერთად დახლები სხვადასხვა ფერის და ფირმის გოგრით გაივსო! გოგრისგან უამრავი კერძი მზადდება: გოგრის ფხალი, გოგრის სალათი, შემწვარი გოგრა, გოგრის სუპი... თანაც, ყველამ იცის, თუ რითია სასარგებლო გოგრა. ამჯერად გიამბობთ როგორ უნდა დაამზადოთ გოგრისგან კანფეტის გემრიელი და ჯანსაღი ალტერნატივა. თანაც ამისთვის სულ ცოტა დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ. 

საჭირო პროდუქტი:

  • გოგრა - 2 კგ
  • შაქარი - 2 კგ
  • მიხაკი გემოვნებით
  • დარიჩინის ჩხირები გემოვნებით
  • წყალი - 1,5 ლიტრი
  • ფორთოხალი - 2 ცალი

მომზადების წესი:

გოგრა გარეცხეთ, კანი გააცალეთ და კუბიკებად დაჭერით.

შაქარს დასხით წყალი და აადუღეთ.

დაჭრილი გოგრა ჩაყარეთ სიროფში და, დაახლოებით, 5 წუთი დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.

გოგრა ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ. ამის შემდეგ დაუმატეთ მიხაკი, დარიჩინის ჩხირები, ფორთოხლის წვენი და ცედრა.

გოგრა ცეცხლზე დადგით და, დაახლოებით, 5 წუთი ადუღეთ. ისევ გააგრილეთ და ისევ აადუღეთ.

ეს პროცედურა 5-ჯერ უნდა გაიმეოროთ და დაშაქრული ხილი გამჭვირვალე და ძალიან ლამაზი გახდება.

ბოლოს უკვე სიროფი გადაღვარეთ და გოგრის ნაჭრები პერგამენტის ქაღალდზე დალაგეთ და გააშრეთ. ცუკატების გშრობა ოთახის ტემპერატურაზეც შეიძლება და ღუმელში, 50 გრადუსზეც (ეს საგრძნობლად დააჩქარებს ცუკატების მომზადებას).

მზა ცუკატებს სიმინდის სახამებელი მოაფრქვიეთ და ჰერმეტულ ჭურჭელში შეინახეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი