სილამაზე/ჯანმრთელობა

ნალექიანი ყავის სარგებელი - შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ, რომ...

fun time

14:00 ხუთ. 24 ივნისი, 2021 წელი

სასარგებლოა თუ არა
ნალექიანი ყავა

14
დაკოპირებულია

თუკი ეს ჯადოსნური სასმელი გიყვართ და ერთხელ მაინც გაგივლიათ გონებაში კითხვა: სასარგებლოა თუ არა ნალექიანი ყავა, ეს ინფორმაცია წაიკითხეთ 👇

ყავა ზრდის ტვინის აქტივობას

იცოდით, რომ ყავის დამსახურებით, ადამიანი უფრო ყურადღებიანი და კონცენტრირებული ხდება? მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ არის... აღმოჩნდა, რომ შაქრიანი ყავა მაქსიმალურად ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომლებიც დავალებების შესრულების დროს აუცილებელია. ეს კი კოფეინისა და გლუკოზის დამსახურებაა.

ამაგრებს იმუნურ სისტემას

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ, რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ნატურალურ ყავას, მით უფრო დიდხანს იცოცხლებთ. დღეში, მიზანშეწონილია, 3 ფინჯანი ყავის მიღება. საქმე ისაა, რომ ყავა აძლიერებს იმუნიტეტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.

აყუჩებს თავის ტკივილს

თუკი თავი გტკივათ ან შაკიკი გაწუხებთ, მიირთვით ყავა. რა თქმა უნდა, ის ვერ შეცვლის ტკივილგამაყუჩებელ აბებს, რადგან ის იმ აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სხვადასხვა ტკივილს ებრძვის, მაგრამ კოფეინს სპეციალურად უმატებენ მედიკამენტებში, რომლებიც წამლის ეფექტურობას 40%-ით ზრდის.

უმკლავდება სტრესსა და დეპრესიას

ყავის მიღების შემდეგ ორგანიზმი გამოიმუშავებს დოფანიმსა და სეროტონინს, რომლებიც კარგ განწყობას უზრუნველყოფს. კოფეინი, რომელსაც ყავა შეიცავს, კარგად ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და იცავს ორგანიზმს დეპრესიისგან.

აუმჯობესებს მეხსიერებას

ამ შემთხვევაში საუბარია მოკლევადიან მეხსიერებაზე, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, რადგან თავდაპირველად ინფორმაცია ინახება მოკლე დროით, ხოლო შემდეგ მისი დამახსოვრება ხანგრძლივი ვადით ხდება.

ხელს უწყობს წონაში კლებას

კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონ ლეპტიმის ამაღლებას, რაც წონაში კლებას უზრუნველყოფს. დამტკიცებულია, რომ ყავის მოყვარულები უფრო ძნელად იმატებენ წონაში, ვიდრე ისინი, ვისაც ეს სასმელი არ უყვარს.

ასე რომ, თუკი ყავა გიყვართ, ნუ იტყვით უარს ამგვარ სიამოვნებაზე და გახსოვდეთ, რომ აქ კონკრეტულად ნალექიანი ყავის სარგებელზე იყო საუბარი.

თუმცა 👉 ყველა ამ სარგებელს ერთი პატარა პირობა აქვს - თქვენი ყავა არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, რადგან ცხელი ყავა (და ჩაი) აზიანებს ყელის ეპითელურ ქსოვილს და წარმოქმნის საყლაპავი მილის სიმსივნის რისკს.
თანაც, სასმლის გემო არ დაიკარგება, თუკი მას ოდნავ შეგრილებულს დალევთ.

ასევე საინტერესოა🔰:

წამლის დალევის წესები - რატომ არ შეიძლება თუ არა ჩაის, ყავის ან გაზიანი სასმელის მიყოლება?

ყავის რეცეპტები ლეგენდარული ფილმებიდან!



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი