საკნატუნო ამბები

4 უგემრიელესი ყავის რეცეპტი ლეგენდარული ფილმებიდან

fun time

11:00 ხუთ. 21 იანვარი, 2021 წელი

ფილმი მგზავრები

14
დაკოპირებულია

საშუალება გეძლევათ, ზუსტად ისეთი ყავა მოამზადოთ, როგორსაც ფილმის მთავარი გმირები მიირთმევენ...

 

დარიჩინის უშაქრო ლატე - „წინადადება“ / The Proposal (2009 წელი)

გახსოვთ, როგორ გამოიყურებოდა რაიან რეინოლდსი 11 წლის წინ? სანდრა ბალოკს ნამდვილად ახსოვს, რადგან 2009 წელს მასთან ერთად ითამაშა ფილმში „წინადადება“. შესაძლოა, მსახიობს არომატული ყავის გემოც ახსოვდეს, რომელიც რეინოლდსის გმირმა მიუტანა.

ინგრედიენტები (1 ფინჯანი)

  • 1 ს.კ. დაფქვილი ყავა;
  • 100-120 მლ რძე;
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი;
  • წყალი;
  • სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ სხვა სანელებლები და გახეხილი შავი შოკოლადი.

მომზადების წესი:

1. ესპრესოს დამზადება: აურიეთ ყავა 50-60 მლ წყალში, მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაასხით მაღალ ჭიქაში.

2. გაათბეთ რძე, მსუბუქად ათქვიფეთ და დაუმატეთ ყავას.

3. თავზე დარიჩინი მოაყარეთ.

ამერიკანო - „საუზმე ტიფანისთან“ / Breakfast at Tiffany's (1961 წელი)

ზუსტად არავინ იცის რომელ ყავას მიირთმევდა ოდრი ჰეპბერნის გმირი, მაგრამ სავარაუდოდ, კლასიკას - ამერიკანოს სვამდა!

ინგრედიენტები (1ფინჯანი)

  • 2-3 ჩ.კ. დაფქვილი ყავა,
  • წყალი.

მომზადების წესი:

1. აურიეთ ყავა და 70-80 მლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ფინჯანში ჩაასხით.

2. ყავას ფრთხილად დაუმატეთ, დაახლოებით, 100 მლ მდუღარე წყალი.

უკოფეინო ყავა - „როგორ შევხვდი დედათქვენს“ / How I Met Your Mother (2005-2014 წლები)

„მისტერ პარკის“ მე -5 სეზონის მე-9 ეპიზოდში ერთ-ერთი მოქმედი გმირი კაფეში უკოფეინო ყავისთვის შედის, თუმცა კაფეს მეპატრონემ მოატყუა და ჩვეულებრივი ყავა დაუსხა - შედეგად სერიალის გმირს უძილო ღამე ჰქონდა!

ინგრედიენტები (1 ფინჯანი)

  • 3 ჩ.კ. უკაფეინო დაფქული ყავა;
  • 2 ჩ.კ. შაქარი;
  • წყალი.

მომზადების წესი:

1. შაქარი დაბალ ცეცხლზე გაადნეთ (ფრთხილად იყავით, რომ არ დაგეწვათ);

2. გამდნარ შაქარს დაუმატეთ ყავა და 60-70 მლ წყალი;

3. აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.

მოკა კაპუჩინო - „მგზავრები“ / Passengers (2016)

ფილმის ერთ სცენაში ჯიმ პრესტონს (კრის პრატს) მოკა კაპუჩინოს დალევა სურდა, მაგრამ სასმელი მისთვის ძალიან ძვირი აღმოჩნდა, ჩვენ კი რეცეპტს უფასოდ გიზიარებთ!

ინგრედიენტები (1 ფინჯანი)

  • 0,5 ფილა შავი შოკოლადი;
  • 2-3 ჩ.კ. დაფქვილი ყავა;
  • 50 მლ რძე; წყალი;
  • სურვილისამებრ, ათქვეფილი ნაღები და გახეხილი შოკოლადი მოსართავად.

მომზადების წესი:

1. მოამზადეთ ესპრესო: ყავას დაუმატეთ 70-80 მლ წყალი და ადუღებამდე მიიყვანეთ;

2. შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაში გაადნეთ და რძე ოდნავ გაათბეთ;

3. ახლა სასმელი ავაწყოთ: შოკოლადს დაამატეთ რძე და მხოლოდ ამის შემდეგ დაასხით ყავა;

4. საბოლოო აკორდი არის ნაღები და გახეხილი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები