დესერტი

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ დაარქვეს ასე?

fun time

17:08 კვი. 19 ოქტომბერი

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

14
დაკოპირებულია

ამ სახელის მქონე კანფეტსა და ნამცხვარს მილიონობით მოყვარული ჰყავს, თუმცა დესერტის შექმნის ისტორია ან სახელის მნიშვნელობაც ცოტამ თუ იცის.

„ჩიტის რძე“ პოლონელმა კონდიტერებმა შექმნეს

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ ტკბილეულს საბჭოთა კავშირს უკავშირებს, კანფეტ „ჩიტის რძის“ სამშობლო პოლონეთია.

1936 წელს, ცნობილმა პოლონურმა საკონდიტრო ქარხანამ E. Wedel-მა თავისი პროდუქტი შოკოლადიანი სუფლეს სახით, პირველად წარმოადგინა, თუმცა მის რეცეპტს დიდი ხნის მანძილზე საიდუმლოდ ინახავდა.

ტკბილეულის სახელსაც უცნაური ისტორია აქვს — ქარხნის მფლობელმა, იან ვედელმა თავად გადაწყვიტა, რომ, შოკოლადით დაფარულ სუფლეს „ჩიტის რძეს“ დაარქმევდა. რა თქმა უნდა, კანფეტებს ჩიტებთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. უბრალოდ, ბატონი ვედელის აზრით, ასეთი სახელი სამოთხის ფრინველების ასოციაციას და იმის განცდას აჩენდა, რომ კანფეტები მყიდველს ბედნიერებას მოუტანდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, პოლონური კანფეტი ევროპაში პირველივე დღიდან ძალიან პოპულარული გახდა, საბჭოთა კავშირამდე კი მხოლოდ 30 წლის შემდეგ მიაღწია.

„ჩიტის რძე“ საბჭოთა კავშირში

სსრკ-ს კვების მრეწველობის მინისტრმა „ჩიტის რძე“ 1967 წელს, ჩეხოსლოვაკიაში გასინჯა და საბჭოთა კონდიტერებს მისი რეცეპტის შემუშავება დაავალა.

დავალების შესრულება არც ისე ადვილი აღმოჩნდა — სუფლეს სასურველი კონსისტენციის მიღება არაფრით ხერხდებოდა. ბოლოს ერთ-ერთმა კვების ტექნოლოგმა საიდუმლო ამოხსნა. მან სუფლე ტრადიციული ჟელატინის ნაცვლად, მცენარეული აგარ-აგარით შეასქელა. ამის შემდეგ ტკბილეული საბჭოთა კავშირში სწრაფად გავრცელდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა...

თუმცა, ადგილობრივი საკონდიტროები ამით არ დაკმაყოფილდნენ და „ჩიტის რძის“ ტორტის შექმნა გადაწყვიტეს. ეს ნამდვილი გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან დიდი რაოდენობით ხარისხიანი სუფლეს მომზადება არაფრით გამოდიოდა, სანამ საქმეს ხელი პრაღის რესტორნის კონდიტერმა, ვლადიმერ გურალნიკმა არ მოჰკიდა. მთელი რიგი ექსპერიმენტების შემდეგ, მან 1978 წელს „ჩიტის რძის“ ტორტი დააპატენტა, რომელიც ბისკვიტის, შოკოლადის მინანქრისა და სუფლესგან შედგებოდა.

ასე დაიბადა ლეგენდარული ტორტი.

***

როგორ შეიქმნა პოპულარული „ცეზარი“ და რა აკავშირებს სალათს რომაელ მხედართმთავართან?

5 ისტორიული დესერტი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთე...

ქლიავის ჩირის დამზადება

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა