საკნატუნო ამბები

როგორ შეიქმნა პოპულარული „ცეზარი“ და რა აკავშირებს სალათს რომაელ მხედართმთავართან?

fun time

12:00 პარ. 28 მაისი, 2021 წელი

სალათი „ცეზარი“ და მისი
შექმნის ამბავი

14
დაკოპირებულია

დიდი ხანია, მწვანე სალათის ფურცლებისგან მომზადებული სალათი „ცეზარი“ ევროპული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად იქცა. ბევრს ჰგონია, რომ „ცეზარი“ თავის სახელს რომაელ პოლიტიკურ მოღვაწესა და მხედართმთავარს უნდა უმადლოდეს...

სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა და ეს უგემრიელესი კერძი იტალიელი ბიზნესმენის იმპროვიზაციის შედეგად დაიბადა.

წინა საუკუნის 20-იან წლებში სიცილიელი ცეზარ კარდინი ბიზნესის საკეთებლად ამერიკაში გაემგზავრა.
ცეზარი სასტუმროს და მასში პატარა რესტორნის გახსნას აპირებდა, სწორედ ამ დროს კი ამერიკამ თითქოს იტალიელის ოცნებებს დასცინა, „მშრალი კანონი“ მიიღო.

სარესტორნე ბიზნესის წარმოება ალკოჰოლური სასმელის გარეშე სრულიად წარმოუდგენელი იყო, მაგრამ გამარჯვების სურვილმა და სიცილიურმა მიხვედრილობამ კარდინის სიტუაციიდან გამოსავალი მომენტალურად აპოვნინა.

სასტუმრო, მასთან არსებულ კვების ობიექტთან ერთად, მექსიკურ ქალაქ ტიხუანას გარეუბანში გახსნა, სადაც „ძია სემის“ მკაცრი აკრძალვები არ ვრცელდებოდა. რესტორანმა განსაკუთრებული შემოსავლების გარეშე რამდენიმე წელი იარსება, სანამ უდიდესი ამერიკული დღესასწაულის, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რესტორანში ჰოლივუდის ბომონდი არ მივიდა.

მსახიობებს დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნა სურდათ, ანუ ალკოჰოლის თანხლებით. საღამომ მშვენივრად ჩაიარა. სპირტიანი სასმელი „თავზე სასხმელად“ იყო, თუმცა კერძები აშკარად შემოაკლდათ.

კარდინიმ სასოწარკვეთილი მზერა მოავლო სამზარეულოს უკან მდებარე პატარა საწყობს. თან ფიქრობდა, რისი მომზადება შეიძლებოდა პურისა და ყველის ნარჩენებისგან, სალათის ფოთლების, ზეითუნის ზეთისა და კვერცხისგან.
ამ დროს გაახსენდა, როგორ ასწავლა განსვენებულმა დედამ კვერცხის უნიკალური კონსისტენციის მისაღებად, სპეციალური თერმული დამუშავება. ბოლოს სიცილიელმა ყველა ინგრედიენტს თავი მოუყარა და პოპულარულ სტუმრებს სალათი მიართვა.

ეს „ცეზარის“ პირველი დეგუსტაცია გახლდათ.

ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი „ცეზარი“ მხოლოდ ანჩოუსებით მზადდება და ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის.

ერთ-ერთი ვერსიით, ცეზარის ძმამ, ალექსმა ძმის დახმარება გადაწყვიტა და სალათის რეცეპტი თევზით გაამდიდრა, თუმცა ალექსის ინიციატივამ ოჯახში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. უფროსი კარდინი ფიქრობდა, რომ ვორჩესტერული სოუსის ორიგინალური გემო, რომელიც სალათის განუყოფელ ნაწილად იქცა, სრულიად საკმარისი იყო და თევზი რეცეპტიდან ამოიღო.

მას შემდეგ ყველა მზარეული ამ სალათს თავისებურად აკეთებს, ხოლო ორიგინალური რეცეპტი დიდი ხანია, ისტორიის სიღრმეში ჩაიკარგა...


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა სიმსუქნის ეპიდემიის მოუ...

სიმსუქნის მოულოდნელი
მიზეზი

რომელი ხეები არ იწვის ცეცხლში?

რომელი ხეები არ იწვის
ცეცხლში?

რატომ გადიან ფეხბურთელები მინდორზე...

რატომ გადიან
ფეხბურთელები მინდორზე
ბავშვებთან ერთად?

3000 წელი ცემენტის გარეშე — ევროპის...

3000 წელი ცემენტის გარეშე —
ევროპის უძველესი ხიდი

ზვიგენები შეიძლება უკბილოდ დარჩნენ

ზვიგენები შეიძლება
უკბილოდ დარჩნენ

ანგკორ-ვატი — დედამიწაზე სამოთხის ა...

ანგკორ-ვატი

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში ცაციებს?

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში
ცაციებს?

აღმოჩენილია ადამიანის მეექვსე გრძნო...

აღმოჩენილია ადამიანის
მეექვსე გრძნობა

„ინდონეზიის პირველ კატას“ საპრეზიდე...

ინდონეზიის პრეზიდენტის
კატა