დესერტი

უკოფეინო ყავა - მოამზადეთ ფინიკის კურკებისგან

fun time

16:58 სამ. 13 მაისი

უკოფეინო ყავა ფინიკის
კურკებისგან

14
დაკოპირებულია

ფინიკი, იგივე ინდისხურმა, საოცარი ხილია. იგი მცენარეული ბოჭკოების, ანტიოქსიდანტების, ცილების და ნახშირწყლების წყაროა  და უამრავ სასარგებლო ვიტამინს და მინერალს შეიცავს. თუმცა, ეს ყველაფერი არაა - თუ ფინიკის რბილობი გემრიელი საკვებია, ფინიკის კურკებისგან უგემრიელესი უკოფეინო ყავა მზადდება. 

ყავის მოსამზადებლად ფინიკის კურკებს რეცხავენ ცივი წყლით, აშრობენ ქაღალდის ხელსახოცზე, ტაფაზე ხალავენ და შემდეგ ფქვავენ.

შრობისა და მოხალვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი გემოს სასმელი გსურთ.

მომზადების ეტაპები დაახლოებით ისეთია, როგორიც ჩვეულებრივი ყავის შემთხვევაში - თუ უფრო ინტენსიური და მდიდარი გემო მოგწონთ, 20-30 წუთით მოხალვა დაგჭირდებათ, ხოლო თუ მსუბუქი — 10 წუთიც საკმარისია.

ერთი ფინჯანი სასმელისთვის, დაახლოებით, 9 დიდი კურკაა საჭირო, 200 გრამი ყავის ფხვნილის მისაღებად კი, დაახლოებით, 2.5 კგ. ფინიკის შეჭმა მოგიწევთ.

ფინიკის უკოფეინო ყავის მომზადების წესი:

1. ფინიკის კურკებს რბილობი და მოაცილეთ და გასაშრობად, 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით მოათავსეთ.

2. გამშრალი ფინიკის კურკები მშრალ ტაფაზე მოხალეთ, სანამ მოწითალო ფერს მიიღებს.

3. მოხალული ფინიკის კურკები ყავის საფქვავით დაფქვით.

4. ერთი ჭიქა სასმლისთვის (250 მლ წყალი) 2 ჩაის კოვზი ფინიკის კურკის ფხვნილი დაგჭირდებათ. ფინიკის ყავა ჩვეულებრივი ყავის მსგავსად მოხარშეთ.

რა თქმა უნდა, კლასიკური ყავის მოყვარულები საყვარელ სასმელს ასე ადვილად არ ჩაანაცვლებენ, მაგრამ ის აუცილებლად მოეწონებათ ადამიანებს, რომლებსაც წნევა და გული აწუხებთ.

ჩვეულებრივი ყავისგან განსხვავებით, უკოფეინო ყავა უძილობას, წნევის მომატებას და გულისცემის აჩქარებას არ იწვევს.

თანაც, ფინიკის კურკისგან მომზადებული ყავა აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

გემრიელად მიირთვით!

ესეც უნდა იცოდეთ:

ფინიკის სასარგებლო თვისებები

ციკორის ყავა

ზეთიანი ყავა წონაში დასაკლებად

ნალექიანი ყავის მომზადება - 4 „ოქროს წესი“


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი