დესერტი

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

fun time

15:35

ჰალვას რეცეპტი

14
დაკოპირებულია

ჰალვა გემრიელი და სასარგებლო აღმოსავლური ტკბილეულია, რომელიც მზესუმზირას, ნიგვზის, მიზის თხილის ან სხვა მარცვლებისგან მზადდება. 

ჰალვას სასარგებლო თვისებები

ჰალვა შეიცავს:

  • მინერალებს: რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, რომლებიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის და იმუნიტეტის გასაძლიერებლად
  • დიეტურ ბოჭკოებს, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე
  • მალტოზას
  • B ჯგუფის პრაქტიკულად ყველა ვიტამინს, რომელიც ნერვული სისტემის ფუნქციონირების, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისათვის არის უმნიშვნელოვანესი.
  • E ვიტამინს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია და ანელებს დაბერების პროცესს.
  • ვიტამინ PP-ს, რომელიც ამცირებს ღვიძლში „ცუდი“ ქოლესტერინის სინთეზს.

გახსოვდეთ, რომ მზესუმზირას ჰალვას კვებითი ღირებულება საკმაოდ მაღალია: 100 გრამი, დაახლოებით, 550 კალორიას შეიცავს. ამიტომ ჰალვის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო დღიური ულუფაა 20-30 გრამი!

ჰალვას რეცეპტი

საჭირო პროდუქტი:

  • გაფცქვნილი მზესუმზირა - 500 გრ
  • ხორბლის ფქვილი - 1,5 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • მზესუმზირას ზეთი - 150 მლ
  • წყალი 80 მლ

500 გრ. გასუფთავებული მზესუმზირა ტაფაზე მოხალეთ და ბლენდერში დააქუცმაცეთ.

ამის შემდეგ იმავე ტაფაზე 1,5 ჭიქა ფქვილი დაყარეთ და მოხალეთ, სანამ კრემისფერ შეფერილობას არ მიიღებს.

მოხალული მზესუმზირა და ფქვილი ერთმანეთში აურიეთ და ბლენდერში კიდევ ერთხელ დაატრიალეთ, რათა გლუვი და ერთგვაროვანი კონსისტენციის მასა მიიღოთ.

შემდეგი ნაბიჯი შაქრის სიროფის მომზადებაა: ქვაბში ჩაასხით 70-80 მლ წყალი, დააყარეთ 1 ჭიქა შაქარი და საშუალო ცეცხლზე დაადგით. სიროფი 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ და პერიოდულად, ქაფი მოხადეთ.

ჯერ კიდევ ცხელ სიროფში 150 მლ მზესუმზირას ზეთი ფრთხილად ჩაასხით და კარგად აურიეთ, შემდეგ კი ფქვილი და მზესუმზირა შეურიეთ.

მზა დესერტი ცხიმწასმულ ფორმებში ან ერთ დიდ ფორმაში გადაიტანეთ, სიმძიმე დაადეთ და ამ მდგომარეობაში სულ მცირე, 4 საათის განმავლობაში დატოვეთ.

როგორც კი ჰალვა კარგად გაცივდება და გამაგრდება, მზადაა დასაჭრელად.

გემრიელად მიირთვით!

***

მზესუმზირა ჯანმრთელობისთვის - კნატუნის მინუსები და პლუსები



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთე...

ქლიავის ჩირის დამზადება

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლომანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუქ...

ბლონმანჟე შოკოლადით