სილამაზე/ჯანმრთელობა

მზესუმზირა ჯანმრთელობისთვის - კნატუნის მინუსები და პლუსები

fun time

14:00 ორშ. 5 ივლისი, 2021 წელი

მზესუმზირა
ჯანმრთელობისთვის

14
დაკოპირებულია

ბავშვობაში ხშირად გვაფრთხილებდნენ, ბევრმა „სემიჩკამ“ ბრმა ნაწლავის ატკიება იცისო... რა თქმა უნდა, მზესუმზირას აპენდიციტთან კავშირი არ აქვს, თუმცა კნატუნის მოყვარულებს რაღაც პრობლემები მართლაც ემუქრებათ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მცენარეს ორგანიზმისთვის ბევრი სარგებელიც მოაქვს. ქვემოთ გთავაზობთ კნატუნის მინუსებსა და პლუსებს. თავად აწონ-დაწონეთ და ისე იმოქმედეთ.

უკუჩვენებები:

⛔ პირველი და მთავარი პრობლემა, რომელიც მზესუმზირას კნატუნმა შეიძლება კბილები გაგიფუჭოთ. თუ მზესუმზირას კბილით არჩევთ, კბილის ემალის დაზიანების საფრთხე იქმნება.

⛔მზესუმზირა ასუქებს. 100 გ. მზესუმზირა 520 კკალ-ს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ: 0, 5 ჭიქა მზესუმზირა = ერთ ფილა შოკოლადს.

⛔მზესუმზირას დიდი რაოდენობით მიღება აზიანებს ხმის იოგებს, ამიტომ მათი მოხმარება არ არის რეკომენდებული მომღერლებისთვის.

სარგებელი:

თუმცა თუ თქვენ ჯანმრთელი და მაგარი კბილები გაქვთ და არც ზედმეტი წონა გაწუხებთ, მზესუმზირა მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ:

✔️მზესუმზირა უჯერი ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა. სწორედ ეს მჟავები აქვეითებს მავნე ქოლესტერინის დონეს სისხლში და იცავს გულსა და სისხლძარღვებს.

✔️ამას გარდა, მზესუმზირაში არის:

  1. ვიტამინი Е – იცავს ნაადრევი ნაოჭებისა და გულის შეტევისგან.
  2. ვიტამინი А – მნიშვნელოვანია კანისა და მხედველობისთვის.
  3. В ჯგუფის ვიტამინები – მათ გარეშე დეპრესიისა და უძილობის მსხვერპლნი ვიქნებოდით, გამუდმებით ვიწუწუნებდით, შეგვაწუხებდა მუწუკები და ქერტლი.
  4. ვიტამინი D – აუცილებელია ძვლების სიძლიერისა და ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისებისთვის.
  5. თუთია – მნიშვნელოვანია სახის კანისთვის, ჯანსაღი თმისა და ფრჩხილებისთვის, ძლიერი იმუნიტეტისთვის.
  6. მაგნიუმი – აუცილებელია გულისა და ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის, ხელს უწყობს კუნთების განვითარებასა და არტერიული წნევის ნორმალიზებას.

✔️ფსიქოლოგები მზესუმზირის კნატუნს ურჩევენ მათ, ვისაც სიგარეტისთვის თავის დანებება სურთ. როგორც ამბობენ, კბილით გარჩევის პროცესი ანელებს სიგარეტისადმი ლტოლვას.

მზესუმზირის მოყვარულებმა უნდა იცოდნენ, რომ მოხალვის პროცესში სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი იკარგება. ამიტომ უმჯობესია, თუ, უბრალოდ, ოდნავ გამოვაშობთ და არ მოვხალავთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები