დესერტი

კარალიოკის მურაბა

fun time

13:53 სამ. 15 ოქტომბერი, 2024 წელი

კარალიოკის მურაბა

14
დაკოპირებულია

კარალიოკი შემოდგომის გემრიელი და სასარგებლო ხილია, რომელიც უამრავ  ვიტამინს და მინერალს შეიცავს. ბევრმა არ იცის,  რომ ამ ხილისგან უგემრიელესი მურაბა მზადდება, რომელიც ზამთრის ცივ დღეებში შემოდგომის მზიან დღეებს გაგახსენებთ. 

საჭირო პროდუქტი:

  • კარალიოკი – 1 კგ.
  • შაქარი - 1 კგ.
  • წყალი - 2 ჩაის ჭიქა
  • ლიმონმჟავა - 1/2 ჩ.კ.
  • ვანილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:

1. კარალიოკი გარეცხეთ და ფიგურული დანის დახმარებით მომცრო ზომის ნაჭრებად დაჭერით.

2. მოხარშეთ სიროფი - ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაამატეთ წყალი, ცეცხლზე დადგით და სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ.

3. როგორც კი სიროფი ადუღდება, დაუმატეთ კარალიოკი და ზომიერ ცეცხლზე 50 წუთის განმავლობაში ხარშეთ.

ხარშვის დროს წარმოიქმნება ქაფი, რომელიც უნდა მოაცილოთ. ხარშვის დასრულებამდე მურაბას დაუმატეთ ლიმონმჟავა და ვანილი და კიდევ 10 წუთი ხარშეთ.

4. ცხელი მურაბა წინასწარ გასტერილებულ ქილებში ჩაასხით, თავზე სტერილური, ხრახნიანი თავსახურები დაახურეთ და გააგრილეთ.

გემრიელად მიირთვით!

აქვე წაიკითხეთ:

როგორ ხდება ქილების სტერილიზაცია ღუმელში

როგორ შეიძლება მურაბების მომზადება მარტივად - რეცეპტები სხვადასხვა ხილით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი