დესერტი

ხურმის მურაბა და ჯემი - მარტივი რეცეპტები

fun time

15:44 კვი. 24 სექტემბერი, 2023 წელი

ხურმის მურაბა და ჯემი

14
დაკოპირებულია

ეს არის ლამაზი ფერის, არომატული დესერტი, თაფლის გემოთი - აუცილებლად სცადეთ!

ხურმის მურაბა ლიმონით

  • ხურმა - 800 გ
  • შაქარი - 350 გ
  • ლიმონი - 1 ც.
  • წყალი - 150 მლ

ხურმა გარეცხეთ, გაფცქვენით, კურკები მოაცილეთ, ოთხკუთხედებად დაჭერით, შაქარი მოაყარეთ და ორი საათით დატოვეთ.

ახლა ლიმონი გარეცხეთ და კანიანად დაჭერით. შემდეგ ქვაბში მოათავსეთ და იმდენი წყალი დაასხით, რომ ლიმონი ოდნავ დაფაროს. ქვაბი დაბალ ცეცხლზე დადგით და სამი წუთი ხარშეთ, თან განუწყვეტლივ ურიეთ.

ამის შემდეგ ქვაბში ხურმა ჩაყარეთ, 100 მლ წყალი დაამატეთ და დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ ცოტა ხნით გადმოდგით, გააგრილეთ და ისევ ცეცხლზე დადგით.

მურაბა ექვსი წუთის განმავლობაში ადუღეთ, შემდეგ ცხელ-ცხელი ქილებში ჩაასხით და თავსახური დაახურეთ.

ხურმის ჯემი

  • ხურმა - 6 ც.
  • შაქარი - 200გრ
  • სიმინდის სახამებელი - 1 ს.კ
  • წყალი - 2 ს.კ.
  • ლიმონი - 1 ც.

გარეცხეთ ხურმა, გაფცქვენით და კურკები მოაცილეთ, შემდეგ ნაჭრებად დაჭერით. ამის შემდეგ ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ან ბლენდერით დააქუცმაცეთ და ერთგვაროვან პიურედ აქციეთ.

ხურმის პიურე ქვაბში გადაიტანეთ, შაქარი დაუმატეთ და 15 წუთის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.

ცალკე თასში სახამებელი წყალთან შეურიეთ და ლიმონის წვენთან ერთად, წვრილი ნაკადით, ხურმის პიურეს დაუმატეთ. ამის შემდეგ კიდევ 15 წუთი ხარშეთ, სანამ არ გასქელდება.

ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, ჯემი ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ასე მომზადებული ჯემი 7-10 დღის განმავლობაში ინახება.

ხურმის სასარგებლო თვისებები

გლუკოზისა და საქაროზის მაღალი შემცველობის წყალობით ხურმის ნაყოფს დიდი კვებითი ღირებულება გააჩნია. ხურმის შემადგენლობაშია:

  • ვიტამინი С
  • პროვიტამინი А (ბეტა–კაროტინი)
  • С, РР, Е ვიტამინები
  • ვაშლისა და ლიმონის მჟავა
  • ბევრი რკინა
  • კალციუმი
  • სპილენძი
  • მანგანუმი
  • კალიუმი.

✔️ხურმა ცნობილია, როგორც შარდმდენი, საფაღარათო და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი საშუალება.

✔️დაზიანებისგან იცავს ღვიძლს

✔️აქვს მატონიზირებელი თვისებები,

✔️აუმჯობესებს მადას

✔️ამაღლებს შრომისუნარიანობას

✔️ათეროსკლეროზთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში ვაშლს სჯობნის - ხურმა ვაშლზე წინაა ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმისა, კალციუმისა და რკინის შემცველობით.

✔️ნახშირწყლების მხრივ ის არ ჩამოუვარდება ყურძენსა და ლეღვს

✔️ცილების შემცველობით კვერცხსაც არ უდებს ტოლს.

ესეც სცადეთ 👇

ალუბლის მურაბა ხარშვის გარეშე

ქაცვის მომზადება - მურაბა მარტივად

ლეღვის მურაბა ნიგვზით

მთელ-მთელი მსხლის მურაბა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებ...

ატმის წვენის მომზადება

ნაღების ნაყინი - მოამზადეთ სახლში

ნაღების ნაყინი

ჟოლოს უშაქრო მურაბა - გემრიელი და ს...

ჟოლოს უშაქრო მურაბა

უნაზესი ალუბლის ტარტი - გემო, რომელ...

ალუბლის ტარტი

სახლის ლიმონათი პიტნით - გამაგრილებ...

სახლის ლიმონათი პიტნით

ბაბუაწვერას მურაბა - სარგებელი და მ...

ბაბუაწვერას მურაბა

მარწყვის ჯემი ჟელატინით

მარწყვის ჯემი ჟელატინით

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორ...

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი