დესერტი

ლეღვის მურაბა ნიგვზით

fun time

15:43 ხუთ. 8 სექტემბერი, 2022 წელი

ლეღვის მურაბა ნიგვზით

14
დაკოპირებულია

მურაბის მოსამზადებლად სასურველია მომცრო ზომის, მკვრივი ნაყოფი შეარჩიოთ, რომ ხარშვის პროცესში მთლიანობა შეინარჩუნოს. 

 

საჭირო პროდუქტი:

  • ლეღვი - 1 კგ
  • ნიგვზის ლებნები - 1 ჭიქა (დაახლოებით 20 ცალი)
  • შაქარი - 800 გრ
  • მეოთხედი ლიმონი

მურაბის მომზადების წესი:

1. შავი სამურაბე ლეღვი გადაარჩიეთ, გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცებზე გააშრეთ. მშრალ ნაყოფს მოაჭერით ყუნწები და ფართო მხრიდან ჯვარედინად ჩაჭერით.

მშრალ (უცხიმო) ტაფაზე მსუბუქად მოხალეთ ნიგვზის ლებნები და გააგრილეთ.

2. ლეღვის გაჭრილ ნაწილში ნახევარი ლებანი ნიგოზი ჩადეთ.

3. ნიგვზიანი ლეღვი ქვაბში მოათავსეთ და შაქარი დააყარეთ.

5. დატოვეთ შაქარმოყრილი ლეღვი მთელი ღამით. მეორე დღეს ხილი იმდენ წვენს შეიყენებს, რომ სიროფისთვის წყლის დამატება არ იქნება საჭირო.

6. ლეღვი საშუალო ცეცხლზე დაადგით და ჯემის ადუღებას დაელოდეთ.

7. აღუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და 20 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. პერიოდულად ქაფი მოხადეთ. ამის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და 10-12 საათი გააჩერეთ.

8. მეორე დღეს ლეღვის მურაბა ისევ ცეცხლზე დაადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, დაუმატეთ მეოთხედი ლიმონის წვენი და კიდევ 10 წუთი ადუღეთ. მზა მურაბა წინასწარ გამზადებულ ქილებში გადაიტანეთ და თავი მჭიდროდ დაახურეთ.

სასარგებლო ინფორმაცია:

ლეღვი საუკეთესო საშუალებაა ნაბახუსევის სინდრომისგან თავის დასაღწევად, ამაღლებს გუნება-განწყობას და ხსნის მოთენთილობას, რაც ნაყოფში შემავალი მაკროელემენტებისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი კალციუმის, მაგნიუმისა და კალიუმის დამსახურებაა.

ასევე ძალიან გემრიელია 👇

ფორთოხლის კანის მურაბა

მანდარინის მურაბა

მთელ-მთელი მსხლის მურაბა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი