დესერტი

მანდარინის მურაბა - უძველესი რეცეპტი ბებიას რვეულიდან

fun time

14:00 პარ. 5 ნოემბერი, 2021 წელი

მანდარინის მურაბა

14
დაკოპირებულია

ამ უძველესი რეცეპტით მომზადებული მთელ-მთელი მანდარინის მურაბა ზამთრის ნაცრისფერ დღეებს სითბოთი აგივსებთ და იმუნიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

საჭირო პროდუქტი

  • 1 კგ მანდარინი
  • 1 კგ შაქარი
  • 1ლ წყალი
  • ერთი ლიმონის წვენი

მოზადების წესი:

  1. მანდარინს დაასხით მდუღარე წყალი, დააფარეთ ტილო და გააჩერეთ 10 წუთი. ამის შემდეგ გარეცხეთ ცივ, გამდინარე წყალში და გააშრეთ. ხის ჩხირით თითოეული ნაყოფი შუა ადგილას დაჩხვლიტეთ, ისე, რომ რბილობი არ დააზიანოთ.
  2. ჩაასხით თასში წყალი, დაამატეთ შაქარი და მაღალ ცეცხლზე დაადგით. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუკელით და სიროფი 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ.
  3. ჩაუშვით მანდარინები სიროფში და 5 წუთი ადუღეთ. ამის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და 2 საათის განმავლობაში გააგრილეთ. შემდეგ მურაბა ისევ ცეცხლზე დადგით და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ.

იგივე პროცედურა კიდევ 2-ჯერ გაიმეორეთ და თითოეულ ჯერზე ხარშვის დრო 5 წუთით გაზარდეთ - ანუ, პირველად 5 წუთს ადუღებთ, მეორედ - 10 წუთს, შემდეგ 15 წუთს და ბოლო ჯერზე 20 წუთს.

ამის შემდეგ მურაბა 10 საათის განმავლობაში გააჩერეთ;

სულ ბოლოს კი დაბალ ცეცხლზე, 30 წუთის განმავლობაში ადუღეთ და ხარშვის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ლიმონის წვენი დაამატეთ.

ცხელი მურაბა გასტერილებულ ქილებში გადაიტანეთ და მოხუფეთ.

გემრიელად მიირთვით!



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი