ქაცვის მომზადება - მურაბის მარტივი რეცეპტი
16:00 პარ. 15 სექტემბერი, 2023 წელი
ქაცვის მურაბა ძალიან გემრიელი დესერტია. თანაც ის დიდი რაოდენობით A და C ვიტამინებს, ფიტონციდებს და ფლავონოიდებს შეიცავს და ამის წყალობით საუკეთესო საშუალებაა გაციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
საჭირო პროდუქტი:
- ქაცვი - 1 კგ.
- შაქარი - 1 კგ.
მომზადების წესი:
1. ქაცვი და შაქარი სქელძირიან ქვაბში ფენა-ფენად მოათავსეთ და 5 საათით დატოვეთ, რომ ქაცვმა წვენი გაუშვას.
2. ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით და მზადყოფნამდე ხარშეთ.
3. სანამ მურაბა იხარშება, ქილები გარეცხეთ და 10-15 წუთის განმავლობაში ორთქლზე დაადგით, შემდეგ გააშრეთ.
4. ჩაასხით ცხელი მურაბა ქილებში და მოხუფეთ.
5. ქილები გადააბრუნეთ და პლედი დააფარეთ. რომ გაცივდება, გრილ ადგილზე გადაიტანეთ.
რას უხდება ქაცვი
ქაცვი თავის სასარგებლო ნივთიერებებს თერმული დამუშავების შემდეგაც კი საკმარისი რაოდენობით ინარჩუნებს.
- ქაცვს აქვს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ანტიკანცეროგენული, ანტიმიკრობული მოქმედება.
- უზრუნველყოფს სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას და გამტარიანობას.
- წარმოადგენს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობის საშუალებას.
- დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე.
- აქვს ანტივირუსული ეფექტი.
- აძლიერებს იმუნურ სისტემას.
- ებრძვის პირის ღრუს დაავადებებს.
ამას კი აღწევს თავისი უნიკალური შემცველობის დამსახურებით.
ქაცვის შემადგენლობაშია:
- ანტიოქსიდანტები (ვიტამინები C, A, E, კარეტონოიდები და სხვ.)
- B1, B2, B3, B6, B9 ვიტამინები
- კალიუმი
- კალციუმი
- მაგნიუმი
- რკინა
- ფოსფორი,
- მინმჟავები
- კაროტინოიდები
- ფლავონოიდები.
სხვათა შორის, ქაცვი ბევრად დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს, ვიდრე ციტრუსები.
ქაცვის მურაბის კალორიული შემცველობა 100 გრამ პროდუქტზე 165 კკალ-ს შეადგენს.
ესეც გამოგადგებათ:
ბროწეულის ნატურალური წვენი და მურაბა - ვიტამინების კომპლექსი ზამთრისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან