დესერტი

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ეკო ტატულაშვილი

14:16 სამ. 8 დეკემბერი, 2020 წელი

ნუშის რძე - მარტივი
რეცეპტი სახლში
მომზადებისთვის
14
დაკოპირებულია

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 

ნუშის რძე შედგება 25% მცენარეული ცილისგან, თავისუფალია ქოლესტერინისგან და ლაქტოზისგან, შეიცავს უამრავ მინერალსა და ვიტამინს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი - B ჯგუფის ვიტამინებს.


შესაბამისად, ნუშის რძე აძლიერებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს ძვლებს, სასარგებლოა სისხლძარღვებისა და გულისთვის.

ალბთ უკვე იცით, რომ არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ ნუშის რძე სახისთვი და თმებისთვისაც ძალიან სასარგებლოა.
ჰოდა, ვიდრე გაარკვევთ, სად იყიდება ნუშის რძე ან რომელია უფრო ხარისხიანი, გთავაზობთ მარტივ რეცეპტს სახლში მოსამზადებლად. ამისთვის, სულ რაღაც, 10 წუთი დაგჭირდებათ. უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ ნუში წინასწარ უნდა დაალბოთ - ანუ წყალში დატოვოთ მთელი ღამით. დილას კი შეგიძლიათ, ჯანსაღი სასმელით ისიამოვნოთ.

საჭირო პროდუქტი:

1 ჩაის ჭიქა ნუში (არ მოხალოთ);
3 ჭიქა ცივი წყალი (უმჯობესია, გაფილტრული);


მომზადება:

1. ნუშის მარცვლები გარეცხეთ, დაასხით ბევრი ცივი წყალი და მთელი ღამით დატოვეთ. ღამის მანძილზე ნუში გაფუვდება და ზომაში მოიმატებს.

2. დილით წყალი გადაუღვარეთ, დაასხით მდუღარე და 5-10 წუთი გააჩერეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ნუშს მარტივად გააცილოთ კანი.
თუმცა, შეგიძლიათ, კანი არ გააცილოთ - ამ შემთხვევაში, რძეს ექნება ცოტა მკვეთრი გემო და, თეთრი ფერის ნაცვლად, კრემისფერი;

3. დალბობილი და კანგაცლილი (ან კანგაუცლელი) ნუში ჩაყარეთ ბლენდერში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი;

4. კარგად დააბლენდერეთ. ნუშის მარცვლები რაც უფრო კარგად იქნება „დაფქვილი“, მით უკეთ შეიწოვს წყალს. თავად შეატყობთ, როგორ მიიღებს წყალი რძის ფერსა და კონსისტენციას;

5. ამის შემდეგ დაამატეთ დარჩენილი 2 ჭიქა წყალი და 30-40 წამით კიდევ გააგრძელეთ დაბლენდერება;

6. ბოლოს დაბლენდერებული მასა გადაწურეთ - 5-6 ფენა მარლაში ან წვრილ საცერში.

7. ჩენჩოს ნუ გადაყრით - ის ძალიან არომატულია და შეგიძლიათ, სალათებსა და ნამცხვრებში გამოიყენოთ.

შენიშვნა:

შეგიძლიათ, თქვენი გემოვნებით, დაამატოთ თაფლი, ვანილი ან დარიჩინი. ასევე - მიირთვათ ყავასთან ერთად;
ნუშის რძე, თაფლისა ან სხვა დანამატების გარეშე, შესანიშნავი საშუალებაა მაკიაჟის მოსაშორებლად - კარგად წმენდს ფორებს და ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას;
100 მლ ნუშის რძე შეიცავს 51 კილოკალორიას;
ნუ დაალევინებთ ბავშვებს, პედიატრთან შეუთანხმებლად;
შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს 3 დღისა.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტორტი „სნიკერსი“ ცხობის გარეშე

ტორტი ცხობის გარეშე

გოზინაყის მომზადება - 2 „ოქროს წესი...

გამზადებული გოზინაყის
დასხმა

საშობაო კექსი კონიაკით

საშობაო კექსის რეცეპტი

უგემრიელესი შოკოლადის ჩურჩხელა (ცოტ...

შოკოლადის ჩურჩხელა

როგორ მოვამზადოთ საუკეთესო კარამელი...

საუკეთესო კარამელი