სილამაზე/ჯანმრთელობა

მარცვლეული, რომელიც თითქმის ყველაფრის სამკურნალოდ გამოიყენება

fun time

18:10 ოთხ. 5 ივნისი

რა არის ფეტვი

14
დაკოპირებულია

ფეტვი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი მარცვლეულია, რომელსაც ადამიანების 85% უსამართლოდ აიგნორირებს.

რა არის ფეტვი

ფეტვი მარცვლეული კულტურაა. არსებობს ჩვეულებრივი ფეტვის ყვითელი, თეთრი, წითელი და ყავისფერი სახეობები, რომლებიც ერთმანეთისგან არა მხოლოდ ფერით, არამედ ნუტრიენტების შემცველობითაც განსხვავდება.

ის ერთ-ერთი ჯანსაღი საკვებია, რომელიც ჯანმრთელობის გასაძლიერებლად კვების რაციონში უნდა შეიტანოთ. თანაც, ფეტვი ჰიპოალერგიულ პროდუქტად ითვლება, ამიტომ ალერგიის ალბათობა უკიდურესად დაბალია.

ფეტვის სასარგებლო თვისებები:

1) სტენოკარდიის მკურნალობა

ბოჭკოს მაღალი შემცველობის გამო, ფეტვი იდეალური საკვებია ქოლესტერინის შესამცირებლად - ეხმარება ცუდი ქოლესტერინის აღმოფხვრას და ამავდროულად ხელს უწყობს კარგი ქოლესტერინის გავლენას. ფეტვი წარმატებით ებრძვის სტენოკარდიას, რომელიც გულის კორონარული დაავადების წინამორბედია.

ფეტვის ფაფა:

ტაფაზე მოხალეთ 3 სუფრის კოვზი ფეტვი, სანამ ოქროსფერი არ გახდება, შემდეგ დაამატეთ 130 მლ წყალი და მოხარშეთ. იხარშება 15 წუთში. ფაფა 4 ნაწილად გაყავით და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით. მკურნალობის კურსი ერთი თვე უნდა გაგრძელდეს.

2) ჰიპერტენზია და ბუასილი

დაავადების სიმპტომებისგან რომ გათავისუფლდეთ, 1 სუფრის კოვზი მოხარშული ფეტვი კვირაში 3-ჯერ, დილით და საღამოს უნდა მიიღოთ. ფეტვი აწესრიგებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

3) წონის დაკლება

ფეტვი დაბალკალორიული მარცვლეულია (100 გრ -100 კკალ). ამის მიუხედავად, ფეტვის ფაფა შიმშილის გრძნობას შესანიშნავად კლავს და მშვენიერი არჩევანია მათთვის, ვისაც ზედმეტი კილოგრამების მოცილება სურს. სხვა მარცვლეულისგან განსხვავებით, ფეტვი სისხლში შაქრის დონის მომატებას არ იწვევს, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

გთავაზობთ ფეტვის უნივერსალურ კოქტეილს, რომელიც მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებასა და წონის დაკლებაში დაგეხმარებათ:

ფეტვის მომზადება:

100 გ ფეტვი კარგად გარეცხეთ, შემდეგ დასხით 200 მლ წყალი ოთახის ტემპერატურის წყალი და მარცვლები ხელით კარგად დასრისეთ, სანამ წყალი არ გათეთრდება. მიირთვით „ფეტვის წყალი“ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

4) თირკმელების მკურნალობა

სწორი გამოყენების შემთხვევაში, ფეტვი თირკმელებიდან ქვიშისა და ქვების გამოდევნას ეხმარება. ფეტვისა და მდუღარე წყლის ნაყენს თირკმელში ანთებითი პროცესის ჩაქრობა და ფილტრაციის გაუმჯობესება შეუძლია.

5) ამცირებს კუჭის მჟავიანობას

ფეტვი ასევე ამცირებს კუჭის მჟავას, რაც გულძმარვის მქონე ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლოა. ცილის მაღალი შემცველობის წყალობით ფეტვი ხორცის შესანიშნავი ალტერნატივაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სურს მარილის მიღება შეამციროს.

6) ებრძვის დაღლილობის შეგრძნებას

ფეტვი დაღლილობისა და გაღიზიანების გრძნობას ებრძვის, თუმცა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მქონე ადამიანებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ - ის სხეულში იოდის მეტაბოლიზმს აფერხებს.

7) აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

ფეტვი დიდი რაოდენობით ბოჭკოს შეიცავს, რაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ყაბზობის თავიდან აცილებას ეხმარება. ფეტვის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას.

8) იმუნიტეტის ამაღლება

ფეტვი მდიდარია B ვიტამინით, რკინით, მაგნიუმით და სხვა სასარგებლო ელემენტებით, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. ფეტვის რეგულარული მოხმარება ორგანიზმს ინფექციებთან და დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება.

9) ეხმარება დიაბეტის მართვას

ფეტვი გლუტენისგან თავისუფალი მარცვლეულია, შეიცავს ბოჭკოს და დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რასაც დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლაში პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

10) საუკეთესო საკვებია სპორტსმენებისა და ვეგეტარიანელებისთვის

ფეტვი კარგი არჩევანია სპორტსმენებისთვის, რადგან ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს ფუნქციობისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებებით ამარაგებს. საუკეთესო საკვებია ვეგეტარიანელებისთვის ცილისა და რკინის მაღალი შემცველობის გამო.

ასე რომ, ფეტვი ნამდვილი სუპერ საკვებია, რომელსაც ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.


ესეც დაგაინტერესებთ:

სასარგებლო ველური ბრინჯი - არ აგერიოთ შავ ბრინჯში

სანელებელი ჯანმრთელობისთვის - რომელი როდის გამოვიყენოთ?!

კურკუმა გასახდომად

ნიახური წონაში დასაკლებად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

არომათერაპია - რა გავლენას ახდენს ჯ...

Aromatherapy

კონსერვები ზამთრისთვის - ზიანი და ს...

კონსერვები ზამთარში

საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძა...

სისხლძარღვების გაწმენდა
კვებით

ნესვის სარგებლობა

ნესვის სარგებლობა

რა წესები უნდა დავიცვათ, რომ საზამთ...

საზამთროთი მოწამვლა
როგორ ავირიდოთ

რატომ არის სასარგებლო ყავისთვის წყლ...

რატომ არის სასარგებლო
ყავისთვის ცივი წყლის
მიყოლება

ოლეანდრე - საშიში სილამაზე, რომელმა...

ოლეანდრა - შხამიანი
მცენარე

ინდონეზიელმა მეცნიერებმა საშიშ კოღო...

ინფექციური დაავადება
დენგე

რატომ იკლებს ადამიანი სიმაღლეში ასა...

ასაკი და სიმაღლე